ახალი ამბები
იმერეთის ვიცე-გუბერნატორის საკითხზე უწყებათაშორისი კომისია იმსჯელებს
FaceBook
იმერეთის ვიცე-გუბერნატორის, გიორგი ჭიღვარიას მიერ სამუშაო საათებში წინასაარჩევნო აგიტაციის შესაძლო გაწევის საკითხზე დღეს საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისია იმსჯელებს.

უწყებამ ჭიღვარიას მიერ სოციალური ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე გაზიარებული მასალების კანონშესაბამისობა უნდა დაადგინოს.

ვიცე-გუბერნატორის მიერ საარჩევნო აგიტაციის გაწევისა და საარჩევნო კოდექსის შესაძლო დარღვევის თაობაზე კომისიას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" მიმართა.

საიამ შესაბამისი განცხადება უწყებათაშორის კომისიაში მას შემდეგ შეიტანა, რაც ორგანიზაციას "ქუთაისიპოსტმა" ვიცე-გუბერნატორის მხრიდან საარჩევნო აგიტაციის შესაძლო გაწევის თაობაზე აცნობა და და იმის გარკვევა სთხოვა, ნამდვილად ადგილი ქონდა თუ არა საარჩევნო კოდექსის დარღევას.

"საკითხის შესასწავლად მივმართეთ ერთის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაციას, ასევე, უწყებათაშორის კომისიას, რომლის მანდატში შედის სწორედ ის უფლებამოსილება, რომელიც ითვალისწინებს საჯარო მოხელეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხებს", - განმარტავს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში საიას საარჩევნო პროექტის კოორდინატორი, ირმა პავლიაშვილი.

იმერეთის გუბერნატორის მოადგილე, გიორგი ჭირვარია სოციალურ ქსლეში, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, საარჩევნო აგიატაციის შემცველ მასალებს სამუშაო საათებში აზიარებს.

სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მიხედვით, წინასაარჩენო აგიტაციის გაწევის ან აგიტაციაში მონაწილების უფლება არ აქვთ სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს.

"მოცემულ შემთხვევაში იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი ჭიღვარია სოციალური ქსელის (facebook) საშუალებით, სამუშაო საათების განმავლობაში სავარაუდოდ ეწეოდა წინასაარჩევნო აგიატაციას.

შესაბამისად, გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოთ განცხადებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოება და მოახდინოთ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", - ნათქვამია საიას განცხადებაში.

საარჩევნო კოდექსის 88-ე მუხლი თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინიტრაციული რესურსის გამოყენება ითვალისწინებს 2 000 ლარიან ჯარიმას.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.