ახალი ამბები
ბაღდათის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ საკუთარი თავი თანამდებობაზე აღიდგინა
FaceBook
მშვილდაძემ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ აქტი გამოსცა, რომლის საფუძველზე გამგებლის უფლებამოსილებები შეითავსა.


ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბაღდათის გამგებლის ყოფილი მოადგილე, გელა მშვილდაძე თანამდებობაზე აღადგინა. მან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ აქტი გამოსცა, რომლის საფუძველზე გამგებლის უფლებამოსილებები შეითავსა.

"ცნობად იქნას მიღებული 2016 წლის 25 მაისის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და 27 მაისიდან შევუდექი ბაღდათის გამგებლის მოვალეობის შესრულებას," - ნათქვამია მშვილდაძის მიერ 30 მაისს გამოცემულ აქტში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ქუთაისის ფილიალის იურისტის, თამთა კახიძის განმარტებით, მშვილდაძის მიერ გამოცემული აქტი არარააქტად ჩაითვალა.

მისივე განმარტებით, არარაქტად არაუფლემოსილი პირის მიერ გამოცემული აქტი ითვლება.

"გამგებლის ყოფილი მოადგილე, მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, აქტის გამოცემის მომენტში არ იყო უფლებამოსილი პირი სამართლებრივი მოქმედება განეხოციელებინა გამგებლის ნაცვლად. შესაბამისად, მის მიერ გამოცემული აქტი "თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილებების განხორციელების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, მიჩნეულ უნდა იქნეს არარა აქტად", - განმარტავს იურისტი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მოუწოდებს გელა მშვილდაძეს, რომ "თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილებების დამტკიცებამდე თავი შეიკავოს სამართლებრივი მოქმედებების შესრულებისაგან.

გელა მშვილდაძე ბაღდათის გამგებელმა მიმდინარე წლის 25 აპრილს სამსახურიდან გაათავისუფლა. თავად, გამგებელი კი საკრაულა-ბარდათის გზის რეაბილიტაციაში არამიზნობივად დახარჯული თანხების გამო, ანტიკორუფციულმა საბჭომ იმავე დღეს დააკავა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
13 დეკემბერს მოსულმა უხვმა ნალექმა, იმერეთის მუნიციპალიტეტებში
გარკვეული პრობლემები შექმნა.
16:05 / 13.12.2024
13 დეკემბერს მოსულმა უხვმა ნალექმა, იმერეთის მუნიციპალიტეტებში გარკვეული პრობლემები შექმნა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
12:55 / 13.12.2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახური "ქუთაისიპოსტისგან" პროევროპულ აქციაზე გადაღებულ ვიდეომასალას და ჟურნალისტების პერსონალურ მონაცემებს ითხოვს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.