ახალი ამბები
სადავო კიბის უჯრედი ქალაქის ცენტრში
FaceBook
ლონდა ზიბზიბაძისთვის ქუთაისის ცენტრში კიბის უჯრედის მოსაწყობად 16 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემა სადაო გახდა.

ფართის გაიჯარება მიმდინარე წლის 24 მაისს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე (რიგით 22-ე) უნდა განეხილათ.

თუმცა, საკითხი, ოპიზიციონერი დეპუტატის მოთხოვნით, დღის წესრიგიდან ამოიღეს.

"დემოკარტიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" წარმომადგენელმა, დავით წიტაიშვილმა კიბის უჯრედისთვის ფართის გაიჯარების შესწავლა მოითხოვა.
სადაო ფართი ე.წ "ბავშვთა სამყაროს" (ფალიაშვილის #2, #27 ა ) მიმდებარე ტერიტორიაზეა, სადაც ამ დროისთვის მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

ობიექტის მეპატრონე კი ლონდა ზიბზიბაძე გახლავთ.

ხუთსართულიანი კომპლექსის მშენებლობას დაწყების დღიდან აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც მესაკუთრის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი.

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, დავით წიტაიშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ობიექტის მფლობელს, 16 კვ.მ მიწის ნაკვეთის 5 წლით იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, ამავე ტერიტორიაზე ამორტიზებული ტროტუარის კეთილმოწყობას სთავაზობდა.

"მერიას არ უჭირს იმდენად, რომ ტროტუარზე ფილაქანი ვერ დააგოს თავისი ხარჯებით. "ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის საკითხი ისედაც სადაო არის და თავი უნდა შეიკავოს მშენებლობის მეპატრონისთვის დამატებითი ფართების გადაცემაზე. უმჯობესია, ჯერ დადგინდეს მშენებლობის კანონიერების საკითხი", - აცხადებს დავით წიტაიშვილი.

ოპოზიციონერი დეპუტატი განმარტავს, რომ ამ ტერიტორიაზე კიბის უჯერდის გაკეთება უსამართლობაა, რადგან ის მიმდებარე წიგნის მოვაჭრეებს ხელს შეუშლის.

"ვიცით, რომ კიბის უჯრედისთვის მეპატრონე იჯარით მიწის ნაკვეთს ითხოვდა, მაგრამ შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი. თავად მეპატრინე, ერთი კვირაა არ მინახავს. ადრე გერმანიაში იყო და ახლაც, შეიძლება, იქ არის, ვერ გეტყვით. შემიძლია დავუკავშირდე და მოგვიანებით მოგახსენოთ მათი პოზიცია," - განმარტავს ლონდა ზიბზიბაძის საკუთრებაში მყოფი მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობაზე პასუხიმგებელი კომპანია შპს "ბურჯის" წარმომადგენელი, ზურაბ გვანცელაძე.

გადასცემს თუ არა თვიმმართველობა ზიბზიბაძეს სადაო ტერიტორიას, "ქუთაისიპოსტი" შეეცადა თავად ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელთა პასუხი მიეღო. თუმცა, ხელისუფლება ამ საკითხზე კომენტარს ორშაბათს, 30 მაისს გააკეთებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.