ახალი ამბები
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "პარკინგსერვისის" საქმეზე განაჩენი გამოიტანა
FaceBook
სასამართლომ მიიჩნია, რომ "პარკინგსერვისი" კანონის სრული დაცვით ახორციელებს მოქალაქეთა დაჯარიმებას.


ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის საჩივარი შპს "პარკინგსერვისის" წინააღმდეგ ბათილად ცნო.

პოლიტიკურმა პარტიამ მერიის მიერ დაფუძნებული კომპანია, რომელსაც ქუთაისში ავტოსადგომების ადგილებზე პასუხისმგებლობა ეკისრება, მოსაკრებელის უკანონოდ აღებასა და მოქალაქეების დაჯარიმებაში დაადანაშაულა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ "პარკინგსერვისი" მოქალაქეთა დაჯარიმებას კანონის სრული დაცვით ახორციელებს.

"პარკინგსერვისი" წარმოადგენს უფლებამოსილ იურიდიულ პირს, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირებისას, დამრღვევისათვის შეეძლო შეეფარდებინა ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმის სახით, რაც იმას ნიშნავს, რომ შპს "პარკინგსერვისის" მიერ საჯარიმო ქვითრები გამოწერილი იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით," - აღნიშნულია სასამართლო გადაწყვეტილებაში, რომელიც უწყებამ 2016 წლის 13 მაისს გამოიტანა.

"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციამ სასამართლო უწყებას "პარკინგსერვისის" წინააღმდეგ სარჩელით 2016 წლის 25 თებერვალს მიმართა.

"პარკინგსერვისის" დისკვალიფიკაციის მოთხოვნის მიზნით გოგი წულაიმ ქუთაისში, ასევე აქციები გამართა.

ქუთაისის მერიამ პარკირების ადგილებზე პასუხისმგებლობა შპს "პარკინგსერვისს" სამჯერ გამოცხადებული აუქციონის ჩავარდნის შემდეგ გადასცა.

ამ დრომდე ქალაქის ტერიტორიაზე პარკირებისთვის განსაზღვრული იყო 274 ადგილი. აქედან, 147 საერთო სარგებლობისაა, ხოლო 77 სპეცადგილი გახლავთ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.