ახალი ამბები
ქუთაისში ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
FaceBook
კონცერტზე შემოსული თანხა სოხაძეების მრავალსულიან ოჯახს გადაერიცხება

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრმატულ თეატრში, პიანისტ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო საღამო გაიმართა. საღამოზე შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები სოხაძეების მრავალშვილიანი ოჯახის ანგარიშზე.

საქველმოქმედო საღამოზე შეგროვებული თანხა,  სოხაძეების 6 სულიანი ოჯახის ყველაზე პატარა წევრს მარიამ სოხაძეს მოხმარდება, რომელსაც განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

ამასთანავე, ფინანსური პრობლემები აქვს ოჯახსაც. მათი ერთადერთი შემოსავლის წყაროს სოციალური დახმარება წარმოადგენს.

ოჯახს საცხოვრებელი სახლიც იპოთეკით აქვს დატვირთული და მათი ვალი ამ დროისთვის 4500 დოალრს შეადგენს, რომლის გადახდის შესაძლებლობაც სოხაძეებს არ აქვს.

საქველმოქმედო კონცერტი "გვირილობის" ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა. 

ქუთაისში "გვირილობა" დღეიდან აღნიშნება, როგორც ქალაქში მე-20 საუკუნის დასაწყისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაული. ღონისძიებები 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

ქუთაისის მერიამ "ორმაისობის" სახელით დაწესებული დღესასწაული წელს "გვირილობით" ჩაანაცვლა და მისი აღნიშვნა 3 მაისს დაიწყო. ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ "ქუთაისქალაქობა" 2016 წლის სამ მაისს იმ მიზეზით გადმოიტანეს, რომ ეს დღე ბრწყინვალე კვირეულის დასაწყისს, ორშაბათს დაემთხვა. ამიტომ, 2 მაისი მიცვალებულთა საფლავების პატივგებას დაეთმო.

თუმცა, "ქუთაისქალაქობის" დღესასწაულის აღსანიშნავად 2 მაისობასთან გაიგივებულ "გვირილობას" სხვა ტრადიცია აქვს და მისი დაარსების იდეა ქუთაისს არ უკავშირდება.

ტრადიციულად, ამ დღეს უწოდებდნენ "თეთრი გვირილის", თეთრი ყვავილის, ტუბერკულოზის დღეს.

"თეთრი გვირილის დღის" იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად კი, მისი აღნიშვნა და ორგანიზება მოხდა შვედეთში - 1908 წლის 1 მაისს. ამ დღეს ყიდდნენ თეთრ გვირილას, როგორც ემბლემას და სიმბოლოს ტუბერკულოზთან ბრძოლისა, რამაც მაშინვე მიიპყრო ხალხის ყურადღება და შემოსავალი მოუტანა ამ დაავადებასთან მებრძოლ ორგანიზაციებს.

აქცია შვედეთიდან შემდეგ მოედო ნორვეგიას, დანიას, გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებსაც.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.