ახალი ამბები
გია თევდორაძე - "ნაციონალების" შეცდომით "არგოს" მშენებლობის გამართლება უშედეგოა
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია შოთა მურღულიას  ბრალდებებს პასუხობს.

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე, კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობას ეხმაურება.

ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თევდორაძე, მშენებლობასთან "ნაციონალური მოძრაობის" დაკავშირებას აპროტესტებს. თევდორაძე ამბობს, რომ შოთა მურღულიას მცდელობა, ტერიტორიის იჯარით გაცემა "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომით გაამართლოს, უშედეგოა.

გიორგი თევდორაძის თქმით, ხელისუფლება ტყუის, როცა ამბობს, რომ სამი ოთარის ძეგლის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობის შეჩერებით "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომა გამოასწორა. ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორია კი მოიჯარეს გამოსავლის სახით გადასცა.

თევდორაძის თქმით, აღნიშნული მიწა ქუთაისის მერის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა, კოტე ლომიძემ იჯარით 2013 წლის 11 ოქტომბერს გასცა, მაშინ, როცა "ნაციონალური მოძაობა" უკვე ხელისუფლებაში აღარ იყო.

"2013 წლის 13 აპრილს გაადააყენეს ქუთაისის მერობიდან ბესიკ ბრეგაძე, რის შემდეგაც, ზუსტად 6 თვეში, კოტე ლომიძემ, რომელიც "ქართული ოცნების" წარმოგზავნილი ემისარი იყო ქუთაისში, ეს ტერიტორია იჯარით გასცა. სწორედ ამ ხელისუფლებამ დაამკვიდრა სტანდარტი, რომლის მიხედვითაც პრივილეგიით და ფულით ყველაფრის შეძენა შეიძლება",-ამბობს გიორგი თევდორაძე.

მისივე თქმით, ქუთაისის მერმა თავის უახლოეს გარემოცვაში უნდა ეძიოს ადამიანი, ვისაც მთავარი ინტერესი აქვს ამ მშენებლობაში.

თევდორაძის საპასუხოდ,  ქუთაისის მერიის პრესსამსახური საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 30 აგვისტოს ბრძანებას აქვეყნებს (ბრძანების ნომერი 1098), რომლის მიხედვითაც მოქალაქე ნანა გაგუას თამარ მეფის # 14-ში,  417  კვ.მ მიწის ფართობი, 35 წლით აღნაგობის უფლებით გადაეცა.

ბრძანებას ხელს ქუთაისის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე  და "პატრიოტთა ალიანსის" წევრი თამაზ მარგველაშვილი აწერს.

"მაშინ, "ნაციონალებმა" შეიყვანეს შემდეგ "გაპატრიოტებული" თამაზ მარგველაშვილი საკრებულოში, რომელიც "ქართული ოცნების" წევრი არასდროს ყოფილა", -ნათქვამია ტექსტში.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.