ახალი ამბები
ეს ჩვენი სკვერია! - აქცია "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში
FaceBook
"დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა", "ეს ჩვენი სკვერია და არა "არგოს" ეზო!, "გაუქმდეს ნებართვა მშენებლობაზე", - ამ სლოგანით ქუთაისში, ოქროს ჩადახის მიმდებარედ დაწყებული კაფე-ბარი "არგოს" მშენებლობა გააპროტესტეს.

გამაფრთხილებელი აქცია ქალაქში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით მოეწყო, რომელიც კაფე-ბარის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან.

"მერიისგან არ მიგვიღია კომპეტენტური პასუხი ორ შეკითხვაზე - თუ რატომ იქნა შერჩეული მაინცდამაინც ეს ტერიტორია "სამი ოთარის" ტერიტორიის ადგილის სანაცვლოდ და ასევე, რა ობიექტები იქნა შეთავაზებული იმ კომპანიისთვის, რომელიც "არგოს" აშენებს", - განაცხადა აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "თაობათა დიალოგის" წარმომადგენელმა, გვანცა თოთაძემ.

"არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ გამოსულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ზვიად ჯავახიამ ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში "ნაციონალური მოძარობის "კუდები" უწოდა.

"სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში არ დასრულდა ის დრო, როცა ადამიანს გააჩნია პოზიცია. რაღაც არ მოგწონს ე.ი. ვიღაცის "კუდი" ხარ. ჩვენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებსაც არ მოგვწონს ის, რომ აქ შენდება კაფე, ვთვლით, ეს მშენებლობა არ შეიძლება. ეს არის ისტორიული უბანი და აქ ალბათ, შეზღუდული უნდა იყოს ყოველგვარი მშენებლობა", - განმარტა ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ხვიჩა ვაშაყმაძემ.

"არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას, არასამთავრობო ორგანიზაციის გარდა, პოლიტიკური პარტიები "თავისუფალი საქართველოს" და "გირჩის" წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ "არგოს" მშენებლობა კანონის დაცვით მიმდინარეობს.  

სკვერში "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ 10 არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა:

"ევროპა ჩვენი სახლია";
"საზოგადოების უფლებები";
"ლიბერალური კლუბი";
უნივერსიტეტი "ლამპარი";
საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი;
"ეკოლოგიის მცველები";
"უფლებებისთვისა და განათლებისთვის";
"ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი";
იმერეთის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრი;
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი".

დღემდე ათმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიზნის მიღწევისთვის შემდეგი ქმედებები განახორციელეს: ქუთაისის მერისთვის განცხადების გაგზავნა; მასმედიისთვის ბრიფინგი; მანიფესტის გამოქვეყნება (ხელმომწერთა რაოდენობამ შეადგინა 542–ს); საჯარო ინფორმაციების გამოთხოვა არსებული ტერიტორიის სტატუსის დასადგენად.


ამავე თემაზე:

ქუთაისში "არგოს" მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ქუთაისში "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს აანონსებენ

ქუთაისის მერია არასამთავრობო სექტორის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს

ნიკა ლატარია:- "შეაჩერონ მშენებლობა, ხმის ამომღები არ ვარ"

"არგოს" მშენებლობის შესაჩერებლად ქუთაისის მერს არასამთავრობო სექტორი ერთკვირიან ვადას აძლევს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.