ახალი ამბები
ქუთაისში "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს აანონსებენ
FaceBook
აქციებს 10 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აანონსებენ.


ქუთაისში, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე კაფე-ბარი "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ მომავალი კვირიდან საპროტესტო აქციები იგეგმება. მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს ის 10 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აანონსებენ, რომლებიც "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგები არიან.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვაპროტესტებთ ქალაქის ცენტრში და კულტურურული მემკვიდრეობის ძეგლთან კაფე-ბარის მშენებლობას. ამის გარდა, იდეაც ირღვევა, კანონიც და ეს დაუშვებელია", - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელმა, თორნიკე ბარათაშვილმა.

მშენებლობის წინააღმდეგ გამოსული არასამთვრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, მათთვის შეურაცხმყოფელია ის ფაქტი, როდესაც ამ საკითხს ადგილობრივ თვითმმართველობაში პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

არასმთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება ელექტრონულად დაიწყეს, რაზეც ამ დროისთვის 550-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.

"მანამ არ გავჩერდებით, ვიდრე მერია გონს არ მოვა და გონივრულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ეს გადაწყვეტილება კი "არგოს" მშენებლობის შეჩერებაა", - აღნიშნეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

მშენებლობის წინააღმდეგ გამოსული არასამთავრობო სექტორის საპასუხო განცხადება გაავრცელა გასულ კვირას ქუთაისის მერიამ.

"პროექტი გარდა იმისა, რომ შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, ასევე ზიანს არ აყენებს მდინარე რიონის სანაპირო ზოლს, რაც დადასტურებულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.