ახალი ამბები
გაყიდული და ამორტიზებული შენობა კულტრული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან
FaceBook
ადგილობრივმა თვითთმართველობამ 2014 წლის ოქტომბერში აუქციონის წესით ობიექტი, მისი რეაბილიტაციის მიზნით გაყიდა.

ქუთაისში, ორი წლის წინ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, გასხვისებული ობიექტის რეკონსტრუქცია, ამ დრომდე არ დაწყებულა. საუბარია, რუსთაველის #4-ში მდებარე მასწავლებელთა ყოფილი სახლის შენობაზე. მერიამ ობიექტი მას შემდეგ გაასხვისა, რაც მასწავლებელთა ყოფილი სახლი, რამდენიმე წლის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა და უყურადღებოდ დარჩა.

ადგილობრივმა თვითთმართველობამ 2014 წლის ოქტომბერში აუქციონის წესით ობიექტი, მისი რეაბილიტაციის მიზნით გაყიდა. თუმცა, ობიექტის ახალ მეპატრონეს რეკონსტრუქცია ამ დრომდე არ დაუწყია. ორი წლის წინ ჩატარებული აუქციონის შედეგად, ობიექტი შპს "ეიჩ პი ჯგუფმა" 150 000 ლარად შეიძინა.

"ეიჩ პი ჯგუფის" წარმომადგენლის, ქეთევან აბაშიძის განმარტებით, ამ დრომდე ობიექტის რეაბილიტაცია, ობიექტის მეორე მეპატრონესთან, პროექტის შეუთანხმებლობის გამო ვერ მოხდა.

"მეპატრონე მარტო მე არ ვარ, შენობას კიდევ ჰყავს მესაკუთრე და მასთან გვინდა შეთანხმებული იყოს ყველაფერი თუ რა იქნება. გვინდა, რომ ყველას ინტერესი იყოს დაცული", - ამბობს ქეთევან აბაშიძე.

შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2007 წელს მიანიჭა.
სააგენტოში განმარტავენ, რომ  ახალი მეპატრონე ვალდებულია შენობის ფასადს პირვანდელი სახე შეუნარჩუნოს.

ქუთაისიპოსტთან საუბარში აბაშიძე ირწმუნება, რომ აუცილებლად იქნება აღდეგნილი შენობის პირვანელი სახე. "ეიჩ პი" ჯგუფის წარმომადგენელი ამასთანავე განმარტავს, რომ შესაბამის სააგენტოში შენობის პროექტი უკვე შეტანილი აქვთ. თუმცა, ამას არ ადასტურებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

"ამ დროისთვის ვერ დაგიდასტურებთ. "ეიჩ პი ჯგუფის" მხრიდან არანაირი პროექტი არ არის შემოსული", - განმარატვენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია მიმდინარე წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ორი წლის წინ შეძენილი ობიექტის რეკონსტრუქციას, ადგილობრივი თვითმმართველობა მას დააჯარიმებს.

"ჩვენს ინსტერსშიც შედის, რომ წლის ბოლომდე მოვასწროთ ობიექტის რეაბილიტაცია, რადგან არ გვინდა დავჯარიმდეთ. ამ დროისთვის მხოლოდ  რამდენიმე ტონა ნაგავი გავიტანეთ", - აღნიშნავს ქეთევან აბაშიძე.

თუმცა, კონკრეტულად რის გაკეთებას გეგმავენ ან რა დატვირთვა ექნება მასწავლებთა ყოფილ სახლს, უცნობია.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებულ სოციალურ საცხოვრისში, საიდანაც მობინადრეები ობიექტის დაზიანების გამო
გაიყვანეს, შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. 
16:10 / 30.01.2023
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებულ სოციალურ საცხოვრისში, საიდანაც მობინადრეები ობიექტის დაზიანების გამო გაიყვანეს, შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. 
ქუთაისში, ხუთი წლის წინ აშენებული საცხოვრისის შენობიდან
დაზიანების გამო მობინადრეები სასტუმროში გადაიყვანეს.
13:41 / 30.01.2023
ქუთაისში, ხუთი წლის წინ აშენებული საცხოვრისის შენობიდან დაზიანების გამო მობინადრეები სასტუმროში გადაიყვანეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.