ახალი ამბები
რეზო ჭეიშვილზე დოკუმენტური ფილმის გადაღებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს
FaceBook
3700 არად შეფასებულიტენდერი 2016 წლის 7 პრილს გამოცხადდა.


მწერალ რეზო ჭეიშვილზე დოლუმენტური ფილმის გადაღებისათვის ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს. 3700 არად შეფასებულიტენდერი 2016 წლის 7 პრილს გამოცხადდა.

სატენდერო ხელშეკრულების მიხედვით, დოკუმენტური ფილმის „რეზო ჭეიშვილის - მუსიკა ქარში“ ხანგრძლივობა არანაკლებ 60 წუთისა უნდა იყოს. ამასთანავე, ფილმის სცენარი, რეჟისურა და მუსიკის შერჩევა თვითმმართველობასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. ფილმის დასრულება 2016 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა მოხდეს.

„დოკუმენტურ ფილმში ასახული უნდა იყოს მწერალ რეზო ჭეიშვილის ცხოვრება და შემოქმედება, სახლი სადაც დაიბადა და გაიზარდა მწერალი, ინტერვიუ მწერლის მეუღლესთან (მინიმუმ 15 წთ), რეზო ჭეიშვილის სიცოცხლეში ჩაწერილი ინტერვიუები, მწერლის ოჯახური გარემო, ინტერვიუ ოჯახის წევრებთან (მინიმუმ 8 წთ), ინტერვიუ მწერლის მინიმუმ თორმეტ მეგობართან (არანაკლებ 24 წთ.), რეზო ჭეიშვილის მიერ განხორციელებული პროექტები სამწერლო და კინო ასპარეზზე, სამუშაო გარემო სადაც მუშაობდა - როგორც ქუთაისში ასევე თბილისში და რეზო ჭეიშვილის საფლავი მწვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთაპანთეონში,“ - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

დოკუმენტური ფილმი 10 DVD დისკზე ჩიწერება, რომელზეც უნდა იყოს ფერადი გარეკანი მწერლის ფოტოსურათით და მოთავსდება პლასტმასის ბუდეში, რომლის დიზაინიც ასევე მერიასთან შეთანხმებული უნდა იყოს.

ტენდერით დაინტერესებულ პირებს წინადადებების წარდგენა მიდინარე წლის 26 აპრილიდან შეუძლიათ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17 დღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ
მაშველებმა ქუთაისში  დაკარგული ტურისტის ცხედარი იპოვეს.
22:04 / 27.03.2020
17 დღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ მაშველებმა ქუთაისში  დაკარგული ტურისტის ცხედარი იპოვეს.
საქართველოში ჰაერის დაბინძურების
მაჩვენებელი შემცირებულია.
10:46 / 27.03.2020
საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.