ახალი ამბები
ქუთაისის "ტორპედოს" მეკარე როინ კვასხვაძე ეროვნულ ნაკრებს უბრუნდება
FaceBook
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალმა მწვრთნელმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.


ვლადიმერ ვაისმა მისთვის სადებიუტო ამხანაგური მატჩისთვის, რომელიც მიმდინარე წლის 29 მარტს ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ გაიმართება, 20 ფეხბურთელი გამოიძახა.

ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა ქუთაისის "ტორპედოს" მეკარე როინ კვასხვაძე.

ვლადიმერ ვაისმა ტორპედოელთა მეკარის ნაკრებში გამოძახების გადაწყვეტილება 18 მარტს გორში გამართულ "ცხინვალისა" და "ტორპედოს" საფეხბურთო მატჩზე დასწრების შემდეგ მიიღო.

როინ კვასხვაძე ამ დრომდე ქვეყნის ეროვნული ნაკრების კარს სამჯერ იცავდა, მანამდე კი ის საქართველოს ასაკობრივი გუნდებში თამაშობდა.

საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს ყაზახეთის წინააღმდეგ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი კიდევ რამდენიმე მოთამაშეს 21 წლამდე ნაკრებიდან, სან მარინოსთან 23 მარტს დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ დაიმატებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან სასტუმრო "ჰუალინგში" შეიკრიბება. სავარჯიშო პროცესს კი თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" სავარჯიშო მოედანზე გაივლის.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ვლადიმერ ვაისმა შეკრიბა, ასე გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი" რუსეთი), ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ტორპედო" ქუთაისი)

მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი ("დინამო თბილისი), უჩა ლობჟანიძე ("დინამო თბილისი"), სოლომონ კვერკველია ("რუბინი", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი ("სკა-ენერგია", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი",ჰოლანდია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ინტერი", აზერბაიჯანი), ალექსანდრე კობახიძე ("დნიპრო", უკრაინა), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", მოსკოვი, რუსეთი), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("ესქიშეჰირსფორი", თურქეთი), ნიკა ძალამიძე ("რიზესფორი", თურქეთი), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), გიორგი ჭანტურია ("დუისბურგი", გერმანია)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია), გიორგი ქვილითაია ("დინამო თბილისი)

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი "დინამო არენაზე" 29 მარტს, 21 საათზე ჩატარდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოსამართლე, ნინო სახელაშვილი „ბათუმელებისა“ და
„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის
საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე
გამოაცხადებს.


ამის შესახებ მან ბათუმის საქალაქო სასამართლოში
სხდომაზე განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა
საბოლოო სიტყვით ისარგებლა.

“პირველი, რაზეც უნდა ვისაუბრო, პროკურატურის მიერ
შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმებაა. ადვოკატებმა ჩემი პოზიცია ვერ
გაახმოვანეს, ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო შეთანხმებას,
შემოთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელი და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია.
რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა. სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა
ბოროტებაა, რა სამართალია არ ვიცი.

შვიდი თვეა ამაზე ვფიქრობ. ჩემი დაპატიმრების
პირველივე დღიდან, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, ე.წ. დაზარალებული
დგებუაძის მიმართ. ათამდე გამომძიებელმა ისე შეკრა და მოიტანა საქმე
სასამართლოში, კითხვა არ დაუსვამთ და ჩემი აზრით, არ დაინტერესებულან.
გამომძიებლებს პროფესიული კითხვები რომ დაესვათ და მიკერძოებული
გამოძიება არ ჩაეტარებინათ, ეს საქმე თავდასხმის კვალიფიკაციით
სასამართლოში არ შემოვიდოდა.[ირაკლი დგებუაძე] შემპირდა ბრალდებას
4-დან 7 წლამდე და პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა. ახლა
სასამართლოს დრო დადგა, სასამართლომ უნდა იმსჯელოს ჩემ საქმეზე თუ რა
სასჯელი მემუქრება. 

არ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქალი ვარ. ნურც ჯანმრთელობის
მდგომარეობას გაითვალისწინებთ. მტკიცებულებებიც საკმარისია. რა
გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მინდა იცოდეთ, რომ თავს
გამარჯვებულად ვთვლი.

ამისთვის მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ადვოკატებს,
უფლებადაცველებს.ვისაც არ დაეზარა, ქვა და ტალახი მესროლა, ჩემმა
ადვოკატებმა შეძლებს და ფაქტებით დაუპირისპირდნენ პროპაგანდას. მათ
შეძლეს, ჩემს სიმართლეზე ამ დარბაზში და მის მიღმაც არგუმენტებით და
მტკიცებულებებით ელაპარაკათ. მათ შეძლეს ადამიანების მიმართ ნდობა
შემენარჩუნებინა და სამართლიანობისთვის ბრძოლა გამეგრძელებინა.

დაიმახსოვრეთ მათი სახელები, ისინი ქართული მართლმსაჯულების
საყრდენები გახდებიან. მადლობას უთვალავი ადამიანი იმსახურებს ჩემგან.
კიდევ ერთი სიცოცხლე რომ მომეცეს, არ იქნება ამისთვის საკმარისი,
იმსთვის მადლობის გადასახდელად, რასაც ვგრძნობ 200 დღეზე მეტია
13:49 / 04.08.2025
მოსამართლე, ნინო სახელაშვილი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.

ამის შესახებ მან ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა.

“პირველი, რაზეც უნდა ვისაუბრო, პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმებაა. ადვოკატებმა ჩემი პოზიცია ვერ გაახმოვანეს, ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო შეთანხმებას, შემოთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელი და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა. სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა ბოროტებაა, რა სამართალია არ ვიცი.

შვიდი თვეა ამაზე ვფიქრობ. ჩემი დაპატიმრების პირველივე დღიდან, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, ე.წ. დაზარალებული დგებუაძის მიმართ. ათამდე გამომძიებელმა ისე შეკრა და მოიტანა საქმე სასამართლოში, კითხვა არ დაუსვამთ და ჩემი აზრით, არ დაინტერესებულან. გამომძიებლებს პროფესიული კითხვები რომ დაესვათ და მიკერძოებული გამოძიება არ ჩაეტარებინათ, ეს საქმე თავდასხმის კვალიფიკაციით სასამართლოში არ შემოვიდოდა.[ირაკლი დგებუაძე] შემპირდა ბრალდებას 4-დან 7 წლამდე და პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა. ახლა სასამართლოს დრო დადგა, სასამართლომ უნდა იმსჯელოს ჩემ საქმეზე თუ რა სასჯელი მემუქრება. 

არ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქალი ვარ. ნურც ჯანმრთელობის მდგომარეობას გაითვალისწინებთ. მტკიცებულებებიც საკმარისია. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მინდა იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად ვთვლი.

ამისთვის მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ადვოკატებს, უფლებადაცველებს.ვისაც არ დაეზარა, ქვა და ტალახი მესროლა, ჩემმა ადვოკატებმა შეძლებს და ფაქტებით დაუპირისპირდნენ პროპაგანდას. მათ შეძლეს, ჩემს სიმართლეზე ამ დარბაზში და მის მიღმაც არგუმენტებით და მტკიცებულებებით ელაპარაკათ. მათ შეძლეს ადამიანების მიმართ ნდობა შემენარჩუნებინა და სამართლიანობისთვის ბრძოლა გამეგრძელებინა.

დაიმახსოვრეთ მათი სახელები, ისინი ქართული მართლმსაჯულების საყრდენები გახდებიან. მადლობას უთვალავი ადამიანი იმსახურებს ჩემგან. კიდევ ერთი სიცოცხლე რომ მომეცეს, არ იქნება ამისთვის საკმარისი, იმსთვის მადლობის გადასახდელად, რასაც ვგრძნობ 200 დღეზე მეტია", - განაცხადა დასკვნით სასამართლოზე მზია ამაღლობელმა.


ბათუმის საქალაქო სასამართლოში, თითქმის შვიდი თვის განმავლობაში მზია ამაღლობლის სისხლის სამართლის საქმე განიხილებოდა, ამ დროის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები და თავად ელჩები პროცესს აკვირდებოდნენ.

გამოცემა „ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის გამოც მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე:



მზია ამაღლობელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს

"მდგომარეობა საგანგაშოა" - მზია ამაღლობელი კლინიკაში რჩება


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.