ახალი ამბები
ქუთაისში ააიპ საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის გათავისუფლებას ითხოვენ
FaceBook

ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის გათავისუფლების მოთხვონის შესახებ განცხადება დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გაჟღერდა.


ამ წინადადებით ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, დეპუტატმა ნატო ქათამაძემ მიმართა.

ნატო ქათამაძემ ქალაქის ხელმძღვანელ პირებს, ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულებებიდან  გათავისუფლებული თანამშრომლების კვლავ თანამდებობაზე დანიშვნის, ხოლო ბაგა-ბაღების ააიპ გაერთიანების ხელმძღვანელის, ნანა ლორთქიფანიძეს გათავისუფლების წინადადებით მიმართა.

"გირჩევთ ააიპ ბაგა-ბაღების  გაერთიანების ხელმძღვანელის, ნანა ლორთქიფანიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას და მის ნაცვლად ახალი ხელმძღვანელის დანიშვნას, არ გირჩევთ სასამართლო დავას, რადგან ვფიქრობ ეს საქმე წაგებული იქნება," - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

ქუთაისის მერმა ნატო ქათამაძის მოთხოვნის საპასუხოდ განმარტა, რომ ის არაკომპეტენტური თანამშრომლების გათავისუფლების მომხრეა.

"მე ვიქნები პირველი მომხრე იმ თანამშრომლების გათავისუფების, რომლებიც 1200 ბავშვს ქუჩაში მშიერს დატოვებს," - განმარტა შოთა მურღულიამ.

ქუთაისის საბავშვო ბაღების ფილიალების (#1, #13, #17,#15) ხელმძღვანელები 2016 წლის 12 იანვარს გაათავისუფლეს.

ააიპ ქუთაისის სკოლამდელი დაწსებულების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ თანამშრომლები გაერთიანების წესდების და ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტების დარღვევის გამო გაათავისუფლეს.

ქუთაისის სკოლამდელი აღზდის დაწესებულების ფილიალების გათავისუფლებული ხელმძღვანელების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაცია"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იკვლევს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.