ახალი ამბები
ერაყელ სტუდენტებს საქართველოში ბინადრობაზე უარი ეთქვათ
FaceBook
ერაყელი სტუდენტები, რომლებიც ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტში სწავლობენ დახმარებას ითხოვენ.

რვა ერაყელ სტუდენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ბინადრობის უფლება შეუჩერა. ბინადრობის ნებართვის შესახებ უარი სტუდენტებმა გასული წლის 25 დეკემბერს მიიღეს.

მათივე განმარტებით, სამინისტროში უარის მიზეზად ის განმარტება მიიღეს, რომ სახელმწიფოსთვის საშიშროებას წარმოადგენენ.

"ჩვენ უკვე მესამე კურსის სტუდენტები ვართ და თუკი აქამდე არ ვიყავით საშიში, ახლა რატომ ვართ? ეს ხომ აბსურდია და ყოველგვარ რეალობას მოკლებული," - აცხადებს ერაყელი სტუდენტი მუსტაფა პარაღოლი.

სტუდენტების თქმით, სამინისტროს მხირდან უარის მიღების შემდეგ მათ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მიმართეს. როგორც ისინი განმარტავენ, უნივერსიტეტში მათ დახმარებას ერთი კვირის განმავლობაში დაჰპირდნენ. თუმცა, ამ ვადის გასვლის შემდეგ მათ დახმარებაზე საბოლოდ უარი და რჩევა მიიღეს, რომ ევროპის უნივერსიტეტებისთვის მიემართათ.

სტუდენტები განმარტავენ, რომ საქართველოში ბინადრობის უფლების უარის შემთხვევაში სამი წლის განმავლობაში უნივეტრსიტეტში გადახდილი თანხაც და დროც დაეკარგებათ.

გასული წლის ბოლოს 8 ერაყელი სტუდენტის მსგავსად, ბინადრობის უფლება 4 სტუდენტს შეუჩერდა, თუმცა იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ოთხივე მათგანს ბინადრობის უფლება მიეცათ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის სასამართლოს განაჩენი
ძალასი დატოვა და  გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით
ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულს უვადო
თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
15:11 / 16.09.2025
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის სასამართლოს განაჩენი ძალასი დატოვა და  გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, გუშინ, 15 სექტემბრის საღამოს
მომხდარი ინციდენტის შედეგად 2 პირია დაკავებული.
14:26 / 16.09.2025
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, გუშინ, 15 სექტემბრის საღამოს მომხდარი ინციდენტის შედეგად 2 პირია დაკავებული.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.