ახალი ამბები
"ვიფიქრეთ, თუ სად შეიძლებოდა ეს ადამიანები გადასულიყვნენ" – გუბერნატორი სოციალური საცხოვრისის მობინადრეებზე
FaceBook
იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე სოციალურ საცხოვრისში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, შენობაში სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული, რის გამოც სოციალურად დაუცველებს შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება.

"არაერთხელ ვიყავი პირადად ადგილზე და შემოვიარე ის ოთახები სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ. სიმართლე გითხრათ, აღფრთოვანებული ნამდვილად არ ვარ. საკმაოდ ბევრი და სერიოზული პრობლემა არსებობს იქ. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისი სამსახურები გაარკვევენ თუ რატომ მივიდა ეს საცხოვრისი ამ მდგომარეობამდე. თუ ვისი ბრალეულობაა, ამაზეც პასუხს შესაბამისი სამსახურები გასცემენ. ჩვენ ვიფიქრეთ, თუ სად შეიძლებოდა სამომავლოდ ეს ადამიანები გადასულიყვნენ მაგრამ ეს ყველაფერი უკავშირდება ფინანსურ ხარჯებს. იქ ძალიან ბევრი ოჯახის ცხოვრობს და აქედან, გამომდინარე ასე სწრაფად ამის გადაწყვეტა შეუძლებულია. მაგრამ ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა, რომ მოსახლეობას არ მოუწიოს რისკის და შიშის ქვეშ ცხოვრება", – განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ ქუთაისიპოსტთან საუბარში.

იმერეთის გუბერნატორთან ვრცელ ინტერვიუს ქუთაისიპოსტი 13 მარტს შემოგთავაზებთ. 

ქუთაისში სოციალური საცხოვრისი 2017 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. მაშინ ქუთაისის მერიაში აცხადებდნენ, რომ შენობის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სინამდვილეში ქუთაისის მერიამ კომპანია "სანოს" ჯამში 4 372 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. აქედან 528 000 ლარი მერიას ამ დრომდე აუნაზღაურებელი აქვს.

მიმდინარე წლის 3 მარტს კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სოციალურ საცხოვრისზე დასკვნა გამოაქვეყნა, სადავ წერია, რომ შენობაში სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა და იკვეთება მერიასა და კომპანიას შორის შესაძლო გარიგების ნიშნები.




FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე
ავარიის შედეგად ავტომობილი დაიწვა.


აალებული ავტომობილიდან მჯდომი
სამი პირის გადმოყვანა ადგილობრივებმა მოახერხეს. ამჟამად ადგილზე
მობილიზებულია, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. როგორც
თვითმხილველები ამბობენ, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოდიოდა, რა
დროსაც მოცურდა და პალმების ხეივანში ავარდა. ავტოავარიის შედეგად
ასევე დაზიანებულია სამი პალმა.
00:30 / 25.05.2019
ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე ავარიის შედეგად ავტომობილი დაიწვა.

აალებული ავტომობილიდან მჯდომი სამი პირის გადმოყვანა ადგილობრივებმა მოახერხეს. ამჟამად ადგილზე მობილიზებულია, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოდიოდა, რა დროსაც მოცურდა და პალმების ხეივანში ავარდა. ავტოავარიის შედეგად ასევე დაზიანებულია სამი პალმა.



"ამ მანქანის უკან მყოფი მანქანაც ამობრუნდა, თუმცა იქაც ყველა გადარჩა საბედნიეროდ," – ამბობენ თვითმხილველები.

სამაშველო ბრიგადის მისვლამდე ადგილობრივებმა მოახერხეს ცეცხლის ცეცხლმაქრით ჩაქრობა.

ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.
ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე ავარიის შედეგად ავტომობილი დაიწვა.
00:10 / 25.05.2019
ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე ავარიის შედეგად ავტომობილი დაიწვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე ავარიის შედეგად ავტომობილი დაიწვა. აალებული ავტომობილიდან მჯდომი სამი პირის გადმოყვანა ადგილობრივებმა მოახერხეს. ამჟამად ადგილზე მობილიზებულია, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოდიოდა, რა დროსაც მოცურდა და პალმების ხეივანში ავარდა. ავტოავარიის შედეგად ასევე დაზიანებულია სამი პალმა. "ამ მანქანის უკან მყოფი მანქანაც ამობრუნდა, თუმცა იქაც ყველა გადარჩა საბედნიეროდ," – ამბობენ თვითმხილველები. სამაშველო ბრიგადის მისვლამდე ადგილობრივებმა მოახერხეს ცეცხლის ცეცხლმაქრით ჩაქრობა. ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.
ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებში ცნობილი ქართველი მოღვაწეების შემოქმედების აღმიშვნელი საინფორმაციო აბრები გამოჩნდა.
26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონსიძიებების გამო ქუთაისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტებზე თავდასხმის და ძალადობის ფაქტზე 2 პირი: 2000 წელს დაბადებული მ.შ. და 2000 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა.
წყალტუბოში  ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ.
2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება გაეზრდება.
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ გაფიცულ მაღაროელებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება.
მიმდინარე წლის 23 მაისის 19:30 საათიდან - 24 მაისის 07:30 საათამდე, ჭიათურის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.