ახალი ამბები
ქუთაისში ტრანსპორტის პრობლემის მოსაგვარებლად მერიას სამუშაო ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდებენ
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ერთ–ერთი ლიდერი გიგა შუშანია ქუთაისის მერიას სამუშაო ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდებს, რომელიც ქალაქში არსებული სატრანსპორტო პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს.
ამის შესახებ შუშანიამ პრესკლუბ მედიარუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მოძველებული და არაადაპტირებული ტრანსპორტი, სამარშრუტო ხაზები და  ღამის საათებში მუშაობის პრობლემა – ეს იმ საკითხების არასრული ჩამომონათვალია, რომელიც გიგა შუაშანიას განცხადებით, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით დგას.  შუშანიას თქმით, ტრანსპორტის პრობლემა მათი მმართველობის დროსაც იყო აქტუალური, თუმცა, ამბობს, რომ მისი მოწესრიგება 2012 წელს ჰქონდათ დაგეგმილი, რომელიც "ოცნების" ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ვერ განხორციელდა. 

"ახლა მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ ეს პრობლემა 10 წლის წინაც იყო, ახლა მთავარია  ამ პრობლემის მოგვარება.  მოვუწოდებთ მერიას,  შეიქმანს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული იქნებიან საკრებულს დეპუტატები, მერია და ამ მიმართულებით მომუშავე პირები. ვიცით, რომ 2019 წელს ზოგიერთ ხაზზე ტენდერების ვადა იწურება და მერია იძულებული გახდება გამოაცხადოს ახალი ტენდერი. მაგრამ, ამ დრომდე არ აქვთ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა, თუ არ ჩავთვლით ქალაქის მერის სადღეგრძელოს, რომ უნდა მოაგვაროს პრობლემა.  თუმცა, მერის მოადგილე სხვას ამბობს, ტრანსპორტის განყოფილების უფროსი სხვას. არ აქვთ დათვლილი ხარჯები ", –  განაცხადა "მერდიარუმში" გიგა შუშანიამ.

საკრებულოს "ნაციონალი"  დეპუტატი ირწმუნება, რომ მერიის მიერ გაჟღერებული მუნიციპალური ტრანსპორტის იდეა  ქალაქისთვის მიზანშეწონილი არ არის, რადგან მისი თქმით, ამით ქალაქის ბიუჯეტი დაზარალდება. 

შეიქმნება თუ არა ქუთაისის მერიაში სამუშაო ჯგუფი  ტრანსპორტის  პრობლემის მოსაგვარებლად  და რა პასუხი აქვთ  შუშანიას განცხადებაზე, მერიაში ამბობებ, რომ ტრანსპორტის სამსახურის წარმომადგენლი განმარტებას მოგვიანებით გააკეთებს.  







FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატები
ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
17:29 / 24.04.2019

ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

რეგიონალური განვითარების ფონდიდან ქუთაისის მერიამ 3 422 000 ლარი
მიიღო.
15:35 / 24.04.2019
რეგიონალური განვითარების ფონდიდან ქუთაისის მერიამ 3 422 000 ლარი მიიღო.

დღის სიახლეები
17:29 / 24.04.2019
ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
15:11 / 24.04.2019
ქუთაისის მერიის ეკონომიკის  სამსახურის უფროსის, გიორგი გიორგობიანის თქმით, თვითმმართველობა 60 მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანის გეგმაზე მუშაობს, რომლებიც შესაძლოა ელექტრონული იყოს.
12:35 / 23.04.2019
იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, რომელიც 24-30 აპრილის ჩათვლით გაგრეძელდება საქართველოს მოსახლეობას აცრის ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
12:02 / 23.04.2019
ქუთაისის ოპერის თეატრი, რომელსაც სულ მალე 50 წელი უსრულდება, სავალალო მდგომარეობაშია.
10:28 / 22.04.2019
ქუთაისელი სკოლის მოსწავლეები სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარნენ.
16:36 / 21.04.2019
ქუთაისის კათოლიკე ეკლესიაში აღდგომის დღესასწაული აღინიშნა.
12:02 / 21.04.2019
ყავა ბანანით - მარტივი და საოცარი გადაწყვეტაა ზაფხულის ცივი დღეებისათვის.
11:33 / 21.04.2019
დედამიწის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, 22 აპრილს, ქუთაისში, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან