ახალი ამბები
ზესტაფონის მერი თანამდებობას ტოვებს
FaceBook
ზესტაფონის მერი, კახაბერ  მახათაძე თანამდებობას ტოვებს.  ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ეკა  დუგლაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მერმა ეს გადაწყვეტილება ზესტაფონში მიმდინარე პროცესების გამო მიიღო. თუმცა, რა პროცესებზეა საუბარი არ დაუკონკრეტებია. 

"მერმა გადაწყვიტა რომ განცხადება დაწეროს და წავიდეს. ეს გადაწყვეტილება  უკვე მიიღო და როგორც ამბობს არ შეცვლის. ჩანს "ოცნების" გუნდმა  გადაწყვიტა ქვეყანა თავისებურად დაალაგოს და ამ გუნდში არ აღმოჩნდა ისეთი ღირსეული ადამიანის ადგილი, როგორიც კახაბერ მახათაძეა. ის არ დაეთანხმა მიმდინარე პროცესებს და მიიღო ეს გადაწყვეტილება ", -ამბობს ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ეკა დუგლაძე.


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თანამდებობა ოთხი თვის წინ  მერის მოადგილემ ბესიკ ლეონიძემაც დატოვა. პარალელურად, მის ადგილზე ახალი ვიცე-მერი დაინიშნა. ლეონიძე ფეროშენადნობთა ქარხნის თანმაშრომელმა, ელგუჯა კვეტენაძემ ჩაანაცვლა.

ბესიკ ლეონიძემ გადაგომის თაობაზე განცხადება თავად დაწერა. თუმცა, ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, მან ეს "დავალება" ცენტრიდან მიიღო.  ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, მაშინ პოსტის დატოვებას  მერსაც აიძულებდნენ. თუმცა, მაშინ კახაბერ მახათაძემ  ეს "დავალება" არ შეასრულა.

მაშინ ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის თანამდებობიდან  შესაძლო წასვლაზე  მერიის ადმინსტრაციული სამსახურის უფროსი ეკა დუგლაძე  კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებდა. თუმცა, აცხადებდა, რომ თუკი
კახაბერ მახათაძე პოსტს დატოვებდა მერიის ბევრი თანამშრომელიც ანალოგიურად მოიქცეოდა. 

"თუკი ქალაქის მერი წავა, ჩვენც წავალთ", –  ამბობდა ეკა დუგლაძე.


ზესტაფონში მერის გადადგომას ერთი წელია ითხოვენ. კახაბერ მახათაძის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მერიის შენობაში გასული წლის სექტემბერში დაიწყო, რომლსაც ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე ხელმძღვანელობდა.  თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა მჯდომარე აქცია გამართეს, მოგვიანებით კი მერიის შენობაში შევიდნენ და მერის მისაღები დაიკავეს. მოშიმშილეები ზესტაფონის მერს კორუფციაში ადანაშაულებდნენ. 

მოგვიანებით, გიორგი გოგლიჩიძემ ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მისი თქმით, მოქმედი მერისა და ყოფილი თანამშროლების საუბარი ისმის. აუდიო ფაილში, სადაც, სავარაუდოდ, კახა მახათაძე იმ ადამიანებს ესაუბრება, რომლებიც მისი პოსტზე არჩევის შემდეგ ზესტაფონის მერიიდან გაათავისუფლა, პროკურატურაში უკვე წარდგენილია.

კახაბერ მახათაზე არჩეული  მერია, ის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა.



მავე თემაზე:

ზესტაფონში საკადრო ცვლილებები დაიწყო - ვიცე-მერმა თანამდებობა დატოვა

ზესტაფონის მერმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს

,,დაისაჯოს კანონდამრღვევი კორუმპირებული მერი" - ხმაური ზესტაფონის მერიაში

"თანამდებობიდან გადადგეს კორუმპირებული მერი" - აქციის მერვე დღე ზესტაფონში

"ვერ ვსარგებლობთ მერის კაბინეტით, ვერ ვიყენებთ ბეჭედს" - ზესტაფონში მერს კაბინეტში არ უშვებენ


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.