ახალი ამბები
გეგუთის ციხეში მოკლული გიგა ფარტენაძის საქმეზე მსჯავრდებულმა თვითმკვლელობა სცადა
FaceBook
გეგუთის ციხეში მოკლული პატიმრის, გიგა ფარტენაძის საქმეზე ერთ–ერთმა მსჯავრდებულმა, შოთა შანიძემ თვითმკვლელობა სცადა.
შემთხვევა #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შანიძემ თავის ჩამოხრჩობა სააბაზანოს კარზე, პოლიეთილენის პარკით სცადა.

მსჯავრდებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, შანიძის  მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შანიძის ადვოკატის გიორგი გოგინაძის თქმით, მსჯავრდებულმა თვითკვლელობა რამდენიმე დღის წინაც სცადა და  სხეულზე დაზიანებები მიიყენა.

შოთა შანიძე მიმდინარე წლის 22 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მორიგ პროცესს უნდა დასწრებოდა.

25 იანვარს მან სასამართლოზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა და ფარტენაძის  სასტიკად ცემაში თანამონაწილეობა უარყო. შანიძის თქმით, ფარტენაძე მისმა თანასაკნელებმა და ე.წ. –მა მაყურებლებმა სცემეს. 

პროცესზე მან მის მიმართ ზეწოლსა და არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა.  მისი თქმით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით მასზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედებენ. თქვა, რომ მის ოჯახს დაცვა მოუხსნეს და მისი ლიკვიდაციის საფრთხეც არსებობს.

შოთა შანიძე ოთხი წელია სასჯელს სამარტოო საკანში, ვიდეო მეთვალყურეობის ქვეშ იხდის.

24 წლის გიგა ფარტენაძე გეგუთის ცეხეში 2014 წლის 4 მარტს, ცემით მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, საკანში მყოფ მსჯავრდებულებს: შოთა შანიძეს, ლევან მოისწრაფიშვილს, გიორგი სეხნიაშვილსა და გიგა ფარტენაძეს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შანიძემ, სეხნიაშვილმა და მოისწრაფიშვილმა გიგა ფარტენაძე იატაკზე წააქციეს, რა დროსაც მან გონება დაკარგა და წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებდნენ სასტიკ ძალადობას, კერძოდ, გულმკერდის, კისრისა და სახის არეში ხელებითა და ფეხებით სცემდნენ და თავს ბეტონის იატაკზე არტყმევინებდნენ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შოთა შანიძეს 15, გიორგი სეხნიაშვილს 9 და ლევან მოისწრაფიშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 









FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატები
ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
17:29 / 24.04.2019

ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

რეგიონალური განვითარების ფონდიდან ქუთაისის მერიამ 3 422 000 ლარი
მიიღო.
15:35 / 24.04.2019
რეგიონალური განვითარების ფონდიდან ქუთაისის მერიამ 3 422 000 ლარი მიიღო.

დღის სიახლეები
17:29 / 24.04.2019
ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
15:11 / 24.04.2019
ქუთაისის მერიის ეკონომიკის  სამსახურის უფროსის, გიორგი გიორგობიანის თქმით, თვითმმართველობა 60 მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანის გეგმაზე მუშაობს, რომლებიც შესაძლოა ელექტრონული იყოს.
12:35 / 23.04.2019
იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, რომელიც 24-30 აპრილის ჩათვლით გაგრეძელდება საქართველოს მოსახლეობას აცრის ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
12:02 / 23.04.2019
ქუთაისის ოპერის თეატრი, რომელსაც სულ მალე 50 წელი უსრულდება, სავალალო მდგომარეობაშია.
10:28 / 22.04.2019
ქუთაისელი სკოლის მოსწავლეები სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარნენ.
16:36 / 21.04.2019
ქუთაისის კათოლიკე ეკლესიაში აღდგომის დღესასწაული აღინიშნა.
12:02 / 21.04.2019
ყავა ბანანით - მარტივი და საოცარი გადაწყვეტაა ზაფხულის ცივი დღეებისათვის.
11:33 / 21.04.2019
დედამიწის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, 22 აპრილს, ქუთაისში, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან