ახალი ამბები
სად და რა ფასად იყიდება გრიპის საწინააღმდეგო "ტამიფლუ"
FaceBook
ანტივირუსული პრეპარატი "ტამიფლუ" მხოლოდ ოთხ სააფთიაქო ქსელში იყიდება. 
ვირუსის საწინააღმეგო პრეპარატი "ტამიფლუ", რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება – "პე-ეს-პეში", "ავერსში", "ჯი-პი-სისა" და "ფარმადეპოში"  გაიცემა.

სააფთიაქო ქსელებს "ტამიფლუ" სამინისტრომ თავისი მარაგიდან გადასცა. ქალაქის მიხედვით, კონკრეტულად თუ რომელ ფილიალებში იყიდება პრეპარატი, ამის გასაგებად მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს (1505) ან აფთიაქის ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ.

ანტივირუსულ მედიკამენტ "ტამიფლუს" უფასოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და ორსულების გარდა , ბავშვები, ასაკით პენსიონერები, გულსისხლძარღვთა, დიაბეტით, ონკოლოგიური და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე მოქალაქეებიც მიიღებენ.

პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა, ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და წარმოადგინონ ექიმის დანიშნულება (ფორმა N100).

ტამიფლუ უჯრედში ვირუსის შეღწევადობას უშლის ხელს და მისი მიღება გრიპის ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენიდან პირველი 48 საათის განმავლობაშია რეკომენდებული.

ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის, სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ოჯახის ექიმს და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.