ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში 7 იანვრამდე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი
FaceBook
4 იანვარს, საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს, შემდეგ დღეებში კი შედარებით თბილი ამინდი იქნება. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის განმარტებით, 4 იანვარს ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 12-17 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 7-12 გრადუსი იქნება. თბილისში 4 იანვარს 10 გრადუსია ნავარაუდევი.

"4 იანვრის დღის ბოლოდან საქართველოში დასავლეთიდან შემოდის ცივი ჰაერის მასები, რაც გამოიწვევს ნალექს და ტემპერატურის დაკლებას. დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს და ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში და თბილისში აღინიშნება მცირე ნალექი, ზოგან თოვლჭყაპის სახით, მთაში და მაღალ მთაში - თოვლის სახით. თბილისში თოვლი ნაკლებადაა მოსალოდნელი. მომდევნო რამდენიმე დღე, 7 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა შედარებით თბილი იქნება, თუმცა 7 იანვარს უკვე საგრძნობლად დაიკლებს, როგორც დღის, ისე ღამის გამავლობაში", - პროგნოზირებენ  სინოპტიკოსები.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.