ახალი ამბები
თეთრ ხიდზე მინა დაზიანდა
FaceBook
ახლადრეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე ერთ-ერთ მინის ფილას ბზარები გაუჩნდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ  ხიდზე გადაადგილება საფრთხისშემცველია და მერიას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. 

ადგილზე მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები, რომლებმაც დაზიანებული ხიდის ფილაზე სტიკერი  წარწერით "ფრთხილად სახიფათოა" გააკრეს.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ამ წუთებში დეტალებს არკვევენ. ფაქტს კი შესასწავლად სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემენ. მერიაში არ გამორიცხავენ, რომ ადგილი ვანდალურ ფაქტს ჰქონდეს.

თეთრი ხიდი მიმდინარე წლის 3 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა, გახნსიდან ორ დღეში ხიდზე რკინის ფილა ქარმა დააზიანა. 

ქუთაისის მერიამ "ალმა რუსს", რომელმაც ხიდის რეაბილიტაცია განახორციელა, სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო ხელშეკრულება გაუწყვიტა.

ქალაქის მერმა კი წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ხიდზე არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად ტენდერი გამოცხადდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #თეთრი ხიდი
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.