ახალი ამბები
"თეთრ ხიდზე დაბრუნდეს ხის საფარი" – "ევროპა ჩვენი სახლია"
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" რეაბილიტირებულ ხიდზე ხის მასალის დაბრუნებას ითხოვს.

ამის შესახებ განცხადება მედიარუმში გაკეთდა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის გია გოქაძის თქმით, მინაზე გადაადგილება უსაფრთხო არ არის და, ლითონის ფილის ხის მასალით შეცვლამდე, მინის ზედაპირზე გადაადგილების შეზღუდვის დაწყებასაც ითხოვს. 

"უპირველეს ყოვლისა, მოქალაქეების უსაფრთხოება უნდა დააყენოს მერიამ პირველ ადგილზე, საშიშია მინაზე გადაადგილება, ამიტომ მოძებნონ თანხები, როგორც უნდა ისე, და ხიდი დაუბრუნონ პირვანდელ მდგომარეობას", – ამბობს გია გოქაძე.

ის ამბობს, რომ პირველ ეტაპზე, გარკვეულ ნაწილზე, გადაადგილების შემზღუდავი ნიშანი უნდა დაიდგას. მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ ადამიანი თეთრ ხიდზე გადაადგილებისას მოსრიალდა.


თეთრი ხიდი, რომლის რეაბილიტაციის დასრულებასაც ადგილობრივები ხუთი თვე ელოდნენ, სამ ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მასში 445 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ალმა რუსმა" შეასრულა.  ხიდის გახსნიდან მეორე დღეს  ლიტონის ფილა დაზიანდა. 

ქუთაისის მერიაში "ევროპა ჩვენი სახლიას" მოთხოვნაზე კომენტარს არ აკეთებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.