ახალი ამბები
ქუთაისში ნაძვის ხის ნაცვლად ჩიჩილაკი დადგეს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის რებილიტირებულ უბანში, მოქალაქეებმა საახალწლო ნაძვის ხის ნაცვლად ჩიჩილაკი დადგეს.
ამით ადგილობრივებმა ქუთაისის მერიის მიმართ ირონია გამოხატეს. ნაძვის ხის ნაცვლად ჩიჩილაკი 23 დეკემბერს საღამოს მიიტანეს. თუმცა, მოგვიანებით იმავე ადგილზე ააიპ "ქუთაგანათების სერვისის" წარმომადგენლებმა ნაძვის ხე მოაწყვეს.  

რეაბილიტირებულ უბანში მოქალაქეებმა მერიის ყურადღების მისაქცევად პატარ ნაძვის ხე შარშანაც მიიტანეს.

საახალწლოდ მორთული ქალაქი ბოლო წლებში ქუთაისელების კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. ქუთაისი გასულ წელს, ძირითადად, ძველი და ნაწილობრივ, ახალი განათებებით შეხვდა.

ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე დამონტაჟებული საახალწლო მორთულობის ნაწილი მწყობრიდან იყო გამოსული. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში 15 წლის წინ, აჭარის ავტონომიური მთავრობის მიერ ნაჩუქარი ნაძვის ხე იდგა. მთავარი ნაძვის ხე კი 11 წლის იყო. მიმდინარე წელს ცენტრალურ მოედანზე ძველი ნაძვის ხე დამონტაჟდა, ოღონდ ახალი დეკორაციებით. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში კი ძველი აღდგენილი ნაძვის ხე მოირთვება.

მიმდინარე წელს ახალი წლის შეხვედრა ქალაქის ბიუჯეტს 100 000 ლარი დაუჯდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.