ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულო 2019 წლის ბიუჯეტს, სავარაუდოდ, 26 დეკემბერს დაამტკიცებს
FaceBook
ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტს,  საკრებულო, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლო სხდომაზე, 26 დეკემბერს დაამტკიცებს. ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვერსია  წარმომადგენლობით ორგანოს აღმასრულებელმა უკვე დაუბრუნა, თუმცა, უცნობია კონკრეტულად რა შეცვალა მერიამ დოკუმენტში, რადგან ორი კვირის წინ საკრებულოს უმრავლესობას ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები პრაქტიკულად არ ჰქონდა.

საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, კახა ბოჭორიშვილი ამბობდა, რომ მერიას რეკომენდაციები მხოლოდ თანხის მუხლიდან მუხლში გადატანის შესახებ  მისცეს. პროგრამებთან, პრიორიტეტებთან და ძირითად პარამეტრებთან დაკავშირებით კი უმრავლესობას კითხვები არ ჰქონდა.

სამაგიეროდ, კითხვები და შენიშვნები აქვს ოპოზიციას.  საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გიგა შუშანია ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გაზრდილია ადმინისტრაციული ხარჯები, კერძოდ, მისი  50%  ხელფასზე იხარჯება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მოსახლეობის რეალური საჭიროებები  პრიორიტეტული არ არის. 

საკრებულოში "ევროპული საქართველოს" დეპუტატი, მერაბ მეშველიანი კი აცხადებს, რომ ქალაქის მთვარი ფინანსური დოკუმენტი ნაჩქარევად არის შედგენილი და მასში წინა წლის პროგრამები უცვლელად არის გადატანილი.  

აღმასრულებლის მიერ დაბრუნებული ბიუჯეტის განხილვა დეპუტატებს ჯერ არ დაუწყიათ. როგორც საკრებულოში ამბობენ,  დოკუმენტზე მსჯელობა მიმდინარე კვირიდან უნდა დაიწყოს. 

ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი 53  მილიონი ლარით განისაზღვრა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.