ახალი ამბები
„ლევან კორტავა ციხის "მაყურებლებსა" და ადმინისტრაციას შორის „ოფშიაკის“ გარჩევებს შეეწირა"
FaceBook
ხუთი წლის წინ, გეგუთის ციხეში გარდაცვლილი, 23 წლის ლევან კორტავას მამიდა, ხათუნა კორტავა მისი ძმისშვილის სასიკვდილოდ ცემაში ბრალდებულების დასჯას ითხოვს.
როგორც მან პრესკლუბ "მედია რუმში" განაცხადა, ამ დრომდე არ დასჯილან ის ადამიანები, ვინც საქმეში ფიგურირებს და არც ისინი, ვინც დამნაშავეებს ხელი დააფარა.

ხათუნა კორტავა, მისი თქმით,  საქმის მთავარი გამყალბებლების, ყოფილი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის და მისი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის დასჯას ითხოვს. მისივე თქმით, ამ დრომდე საქმე არ არის აღძრული რეჟიმის უფროსზე, თენგიზ კუჭავაზე, ხოლო, ციხის უფროსი, მალხაზ სინაურიძე მაღალჩინოსნების ხელშეწყობით საზღვარგარეთ გაუშვეს.  

ხათუნა კორტავა ამბობს, რომ მისი ძმისშვილი  გეგუთის ციხეში ე.წ. "ოფშიაკის" გამო დაწყებული გარჩევის გამო სცემეს, რაშიც, ჩართული იყო ციხის ადმინისტრაცია.

"ლევანი შეწირეს ე.წ. მაყურებლებს შორის "ოფშიაკის" გამო დაწყებულ გარჩევებს. ციხის მაშინდელ უფროსს, მალხაზ სინაურიძეს ამავე ციხის პატიმარი, ლაშა კვალტალიანი სთხოვდა "ოფშიაკის" ფულს. სინაურიძემ მას უთხრა, რომ თუ თავს დაანებებდა ლევან კორტავას მიუყვანდა, რომელსაც მანამდე კვანტალიანთან ჰქონდა კონფლიქტი. ამის გამო, კვირა დღეს, როცა ეტაპირება არ ხდება, ლევან კორტავა რუსთავის ციხიდან გეგუთის ციხეში გადაიყვანეს. 25 პატიმარი სცემდა ლევანს გონების დაკარგვამდე",–აცხადებს ხათუნა კორტავა.

ხათუნა კორტავა ახლა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც 16 დეკემბერს უნდა გამოცხადდეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2013 წლის 12 მაისს, გეგუთის ციხეში, მსჯავრდებულ ლევან კორტავასა და დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ, ილია შანშაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რომლის მოგვარებაც შანშაშვილმა ერთ–ერთ მსჯავრდებულს დაავალა. გამოძიების ინფორმაციით, ილია შანშაშვილის წახალისებით, ლევან კორტავა ექვსმა პატიმარმა განსაკუთრებული სისასტიკით სცემა.

კორტავა მომხდარიდან 10 დღეში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

საქმეზე გეგუთის ციხის ადმინისტრაციის ხუთი  თანამშრომელი დააკავეს, თუმცა, ხუთივე მათგანმა საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ დატოვა. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.