ახალი ამბები
თაკო ჩარკვიანზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული დავით გორგოძე გაათავისუფლეს
FaceBook
თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე, ქუთაისის აეროპორტში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე დაკავებული დავით გორგოძე,  გაათავისუფლეს. გორგოძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა. დაცვის მხარე გირაოს თანხის 1000 ლარამდე შემცირებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გორგოძე გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.

1 დეკემბერს, ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით შსს–მ სულ ოთხი პირი დააკავა. მათგან ორი სასამართლომ 700 –700 ლარით დააჯარიმა. ერთის ბრალელულობა კი არ გამოიკვეთა.

გამოძიების ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მყოფ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს, ოთხი პირი სავარაუდოდ, პოლიტიკური შეხედულებების გამო, თავს დაესხა. თავდამსხმელებისგან ერთ-ერთმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.