ახალი ამბები
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შსს–ს შემადგენლობაში გადადის
FaceBook
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში გადადის. სააგენტო სამინისტროში საქვეუწყებო დაწესებულების ფორმით დაექვემდებარება.
შესაბამისი კანონპროექტი დღეს შსს–ს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა წარადგინა.

მეზვრიშვილის თქმით, ცვლილება საგანგებო სიტუაციების ეფექტურ მართვას უკავშირდება.

"ერთი პერიოდი ეს სამსახური გავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობიდან. ბუნებრივია მაშინ არსებობდა შესაბამისი საფუძველი. შემდგომში უკვე პრაქტიკამ აჩვენა, რომ მაგალითად, ბორჯომ–ხარაგაულის ხეობაში ხანძრების დროს ძირითადად, ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის გამოყენება. შესაბამისად, სწორედ იმიტომ, რომ უკეთ მოხდეს საგანგებო სიტუაციების მართვა,  ეს სამსახური გადმოდის ისევ შსს–ს შემადგენლობაში", – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

სააგენტოსთან ერთად შსს–ს დაექვემდებარება "სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქლაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს" სსიპი.

მინისტრის მოადგილის თქმით, არ შეიცვლება არც საშტატო რიცხოვნობა და არც სამინისტროს ბიუჯეტი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.