ახალი ამბები
ქუთაისში საჯარო სკოლას ქარმა სახურავი გადახადა
FaceBook
ძლიერმა ქარმა ქუთაისში,  #6–ე საჯარო სკოლას სახურავი გადახადა. სკოლაში სწავლის პროცესი შეჩერებულია. 
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა სკოლის სახურავიდან გადმოვარდნილმა სახურავმა იქვე მყოფი ავტომობილი დააზიანა.

სახურავის ფრაგმენტებმა სკოლაში წყლის რეზერვუარი დააზიანა, რის გამოც, სკოლის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით წყალი დაიღვარა. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

"ძველი სახურავია, მაგრამ თითქოს არ ჰქონდა პრობლემა, წყალიც არ ჩამოდიოდა.  როგორც ჩანს ქარმა ერთი ადგილიდან ააძრო სახურავი და შემდეგ მთლიანად გადახადა. თუ წვიმა არ იქნა, სწავლის გაგრძელებაში სავარაუდოდ არ შეგვიშლის ხელს, თუმცა, შაბათ–კვირაა წინ და უნდა მოვაგვაროთ პრობლემა",–ამბობს სკოლის დირექტორი, დიმიტრი ქარსელაძე.

მე–6 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა, თუმცა, სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მაშინ სახურავის შეცვლა არ მომხდარა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.