"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილება შედის,
რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების შექმნის წესს
ეხება.
კანონპროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის წარდგინებით არჩეულ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, შესაძლებლობა მიეცემა, შექმნას
ფრაქცია, თუ იგი წარდგენილი იყო როგორც უპარტიო კანდიდატი ან თუ ის
შესაბამის პოლიტიკურ პარტიას დატოვებს და სხვა პარტიაში
გაწევრიანდება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული საკანონმდებლო
ინიციატივა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პირველი
მოსმენით წარადგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, დაჩქარებული წესით განხილვისთვის
მოთხოვნილი ცვლილებების პროექტი, 2025 წლის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების
მიმართ იმოქმედებს 2029 წლის არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტების
საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე.
კომიტეტის წევრების შეფასებით, ცვლილებების შედეგად, საკრებულოს
საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური და მოქნილი გახდება, შესაბამისად,
კომიტეტმა წარმოდგენილ ორგანულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
ამასთან, სხდომაზე წარადგინეს ინიციატივა იმის შესახებ, რომ როცა
"კომისიის თავმჯდომარეები, გარკვეული საპატიო მიზეზების გამო,
კომისიის სხდომის ჩატარებას ვერ ახერხებენ (რამაც შეიძლება საკრებულოს
საქმიანობა შეაფერხოს), ასეთ სიტუაციაში, თუ ადგილზე იქნება კომისიის
თავმჯდომარის მოადგილე, მას მიეცეს შესაძლებლობა, ჩაატაროს კომისიის
სხდომას.
წარმოდგენილ ინიციატივას კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ და კოდექსში
მის ასახვას მხარი დაუჭირეს.
მასალის გამოყენების პირობები