ახალი ამბები
"ეკლესია მაღლა დგას ეროვნებაზე"
FaceBook
აქვს თუ არა ქრისტიანულ მოძღვრებას რაიმე დოგმატური გასნსაზღვრება ეროვნების შესახებ? - ეს კითხვა დაისვა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ საჯარო ლექციაზე.

ბიბლეისტმა, მთარგმნელმა, ილიას და თავისუფალი უნივერსიტეტების პროფესორმა ზურაბ კიკნაძემ და ეკლესიის იტორიის პროფესორმა ნუგზარ პაპუაშვილმა ქრისტიანობისა და ეროვნულობის საკითხზე ისაუბრეს.

მომხსენებლებმა მიმოიხილეს როგორ ჩანს ეროვნების საკითხი ძველ და ახალ აღთქმაში.

როგორც მათ აღნიშნეს, ქრისტიანობაში, ზოგდად, თითზე ჩამოსათვლელი დოგმებია. ისინი არ უკავშირდება ეროვნულობის საკითხს, თუმცა ქრისტიანობას არასდროს უთქვამს, რომ ადამიანს სამშობლო არა აქვს.

"ჩვენ ვხედავთ, ქრისტიანობის შემდეგ როგორ აყალიბებს ქრისტიანობა ერებს. რამხელა როლს იძენს ბიბლიის თარგმანი. ევროპული ენები მაშინ წარმოიშვნენ, როგორც ლიტერატურლი ენები, როდესაც დაიწყო ბიბლიის თარგმნა. მაგალთად, ლუთერის თარგმანით იწყება ახალი გერმანული ლიტერატურა", – აღნიშნა ზურაბ კიკნაძემ.

საუბარი შეეხო ტერმინებს და მათ არასწორ გამოყენებას, რომელიც მთლიანად შინაარსს ცვლის.

"არის ასეთი გამოთქმა "ქართული ეკლესია",  "რუსული ეკელსია", ეს არ არის სწორი. ეკლესია არის უნივერსალური, რომელიც მაღლა დგას ეროვნებაზე. ამიტომ, უნდა ვთქვათ ეკლესია, რომელიც იმყოფება საქართველოში. ეკლესია არ არის ქართული ნიადაგიდან წარმოშვებული. ეკლესია არის ინსტანცია, რომელმაც ერები უნდა გააერთიანოს. ამიტომ როდესაც შევდივართ სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ ეკლესიებში, იქ ქრისტეს ეკლესია უნდა ამოვიცნოთ. ეკლესია, რომელიც ჩვენშია, ეს უნივერსალობა უნდა იყოს დაცული", – აღნიშნა ზურაბ კიკნაძემ.

ეკლესიების და კონფესიების გარჩევა ეროვნების მიხედვით ანგრევს ეკლესიას. სწორედ ამას ქვია ფილეტიზმი, ანუ კონფესიების განსაზღვრა ეროვნული ნიშნით. აღნიშნულ პრობლემაზე ნუგზარ პაპუაშვილმა ისაუბრა.  

"ამა თუ იმ ქვეყნის ეკლესიაში რომელიმე ეთნოსი როდესაც ბატონდება, ეკლესიის საყოველთაობა უკანა პლანზე გადადის. ეს არის ფილეტიზმი.  ამით ქრისტიანობის არსს ვეწინააღმდეგებით, რადგან ქრისტიანობის არსი მდგომარეობს გამთლიანებაში და არა გაყოფაში", –აღინიშნა შეხვედრაზე.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.