ახალი ამბები
ენმ - "ქუთაისი მომავალ წელსაც იქნება გადათხრილი და უპატრონო"
FaceBook
"გაერთიანებულმა ოპოზიციამ" ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები გააპროტესტა.

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გიგა შუშანიას თქმით, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით გაზრდილია სახელფასო ხარჯები, მერიის მიერ დაპირებული ინფრასტრუქტურული პროექტები კი მომავალი წლის ბიუჯეტში არ მოხვდა.

შუშანიას თქმით, ეს ცხადყოფს იმას, რომ ხელისუფლებას ქალაქი არ აინტერესებს. საკრებულოს დეპუტატი მერიას მოუწოდებს, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი უკან გაიწვიოს.

"ბიუჯეტის პროექტი, რომელიც შემოვიდა საკრებულოში, ცხადყოფს, რომ ქუთაისი აღარ არის მათთვის პრიორიტეტული. ბიუჯეტის 50% იხარჯება ხელფასებში, ანუ რეალურად ეს არის მათი აქტივისტებისთვის დახარჯული ფული. გაზრდილია ჭამა-სმისა და საჩუქრების ხარჯები. ეს კი იმას ნიშნავს იმას, რომ ქუთაისი მომავალ წელსაც იქნება გადათხრილი და უპატრონო. მოვუწოდებ მერიას უკან გაიწვიოს ბიუჯეტი და შემოიტანეს ის ვარიანტი, რომელიც ადამიანებზე იქნება მორგებული და არა მათ აქტივისტებზე" - ამბობს გიგა შუშანია.

შუშანიამ მერიას დღეს დაანონებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც შეახსენა და განაცხადა, რომ გაპონოვის ქუჩისა და ას საფეხურიანი კიბეეების რეაბილიტაცია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში არ მოხვდა, რაც იმას ნიშნავს , რომ ეს პროექტები არ განხორციელდება.

ქუთაისის მერიაში ბრალდებებს უარყოფენ. საფინანსო სამსახურის უფროსი დავით ნიშნიანიძე ამბობს, რომ პირიქით, მომავალი წლის ბიუჯეტი გაზრდილია.

"მე არ ვიცი საიდან მოიტანა ბატონმა გიგამ ეს ციფრები. როგორ და რის საფუძველზე გაკეთდა ეს შედარებები გაუგებარია. ბიუჯეტის წაკითხვა მარტივია, მითუმეტეს საკრებულოს წევრისთვის. წარდგენილი პროექტი შეადგენს 53 მილიონს, რეგიონალური განვითარების ფონდიდან კი დამატებით ველოდებით 11 მილიონის გადმორიცხავს. წლის ბოლომდე ბიუჯეტი 70 მილიონს მიაღწევს "-ამბობს დავით ნიშნიანიძე.

ამასთანავე ნიშნიანიძე არ უარყოფს, რომ ის დაპირებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც ოპოზიცია საუბრობს, მომავალი წლის ბიუჯეტში არ მოხვდა.


ამავე თემაზე:



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.