ახალი ამბები
ასათიანის ქუჩაზე ხელახალი რეაბილიტაციისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
FaceBook
ქუთაისის მერია ასათიანის ქუჩაზე, სადაც ღია ტიპის სანიაღვრე გასულ წელს მოეწყო, სამუშაოებს ხელახლა ჩაატარებს, რისთვისაც 1 მლ 485 ათას ლარი უნდა დაიხარჯოს.

ასათიანის ქუჩაზე, სანიაღვრე ქსელისა და საფეხმავლო ბილიკების მოსაწყობად, ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი დღეს, 18 ნოემბერს დასრულდა.

ქუთაისის მერიის ცნობით, გამარჯვებული კომპანია "ჯორჯიან სტოუნია," რომელიც დახურული სანიაღვრე ქსელისა და საფეხმავლო ბილიკების მოსაწყობად 1 მლ 485 ათას ლარს დახარჯავს.

ტენდერი 1 მლ 583 ათას ლარზე იყო გაცხადებული. სამშენებლო სამუშაოების ვადა 3 თვეა.

"3 თვის განმავლობაში კომპანია კაპიტალურად მოაწყობს აღნიშნულ ქუჩაზე დახურულ ღვარსადენს, რომელიც ამ დრომდე მწყობრიდანაა გამოსული და მოსახლეობას დატბორვის საფრთხის წინაშე აყენებს. ტროტუარები კი 6 სმ-იანი დეკორატიული ფილებით მოეწყობა," – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

განმეორებითი სამუშაოების საჭიროებას მერია წიან ხელისუფლების დროს დაშვებული შეცდომებით ხნის. კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ ააიპ "სპეციალურმა სერვისებმა" დახურულის ნაცვლად ღია არხი მოაწყო.

მაშინ ამ სამუშაოებისთვის 315 000 ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტროტუარებზე დეკორატიული ფილები დაიგება და შშმ პირებისთვის ადაპტირდება. ბეტონის ბორდიურებით შემოიფარგლება ხის ნარგავები.

ქუთაისის მერიის დაკვეთით, ასათიანის ქუჩაზე, რომელიც სამ წელზე მეტია წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადათხრილია, სანიაღვრე არხი გასულ წელს მოეწყო. სამუშაოებისთვის მერიის ააიპმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315 000 ლარი დახარჯა, თუმცა, ღვარსადენს არც კი უფუნქციონირია.სანიაღვრე არხის მოწყობასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება კი ამ დრომდე არ დასრულებულა.

რაც შეეხება გზის საფარს, როგორც მერიაში აცხადებენ, ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგების ვალდებულება წყლის სამუშაოების შემსრულებელ კომპანია "ეს ემ კა" -ს აქვს აღებული.

"უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და გაფლანგული 300 000 ლარი" – ნახეთ აქ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.