ახალი ამბები
თეთრ ხიდზე ტერენტი გრანელის ლექსზე ავტორად კოლაუ ნადირაძე მიაწერეს
FaceBook
ქუთაისში, ახლადგახსნილ თეთრ ხიდზე დაგებულ ლითონის ფილებზე ამოტვიფრული ლექსის ავტორები აერიათ. ტერენტი გრანელის ლექსზე ავტორად კოლაუ ნადირაძეა მითითებული.
შეცდომა აკაკი მამრიკიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა: 

“დღეს პირველად გავიარე "განახლებულ" თეთრ ხიდზე, რომელიც ზარ-ზეიმით გახსნილა რამოდენიმე დღის წინ.

ჩემი ყურადღება, ნაკლებად იყო გამახვილებული ხიდის არქიტექტურულ თუ ვიზუალურ მხარეზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, რადგან ამ სფეროს შეფასების კრეტერიუმებში მოვიკოჭლებ, მოკლედ ბევრი არაფერი გამეგება რა!!! თან პირადად ჩემთვის სიტყვა თეთრი ხიდი თავად ქმნის ვიზუალს, არაფრის დამატება და შელამაზება არ ჭირდება, ეს ორი სიტყვა თავად მეუბნება სათქმელს, სამაგიეროდ ჩემში მძაფრ ინტერესს იწვევდა ლითონის ფილებზე, ამოტვიფრული ქუთაისისადმი მიძღვნილი სტრიქონები, ვფიქრობდი ქუთაისზე ქართული კულტურისა და პოეზიის მექაზე, რომელსაც სხვადასხვა ეპოქაში, უამრავმა გენიოსმა უძღვნა სადიდებელი და სალაღობო, რომელი ერთი გამოარჩიეს მეთქი ან ამ პატარა ხიდზე ყველას როგორ დაატევდნენთქო???!!!

3-4 წარწერის წაკითხვის შემდეგ მივადექი, იმ ფილას რომელსაც თქვენ ეხლა ხედავთ ფოტოზე და ავტორის(კოლაუ) წაკითხვის შემდეგ საოცარი გრძნობა დამეუფლა, სიტყვებით ძნელია ამის გადმოცემა, პირველად შემრცხვა ესე ძაან მგონი ცხოვრებაში და სასწრაფოდ წამოვედი სხვები აღარც წამიკითხავს!!!

ეს სიტყვები რომელსაც, თქვენ ეხლა ფოტოზე ხედავთ, აღებულია ლექსიდან "აღსარება ქუთაისს" და ეკუთვნის ტერენტი გრანელს.

კოლაუს და მის შემოქმედებას უდიდეს პატივს ვცემ, მიტაცება და მიმატება ნამდვილად არ სჭირდება თუნდაც ეს ტერენტისგან იყოს...
ამ სისულელის გამკეთებელი ან ნამდვილი უვიცია ან კიდევ ფეხებზე კიდია ჩვენი ქალაქი და მისი მთავარი სიამაყე.
იმედი მაქვს შესაბამისი სამსახურები სასწრაფოდ, გამოასწორებენ ამ შეცდომას.

ეს, რომ "სევდის მეფეს" წააკითხა, პირველად გაიღიმებდა ცხოვრებაში, ცოცხალი არავის ვახსოვდი და მკვდარიც არავის ვახსოვარო!!!
უვიცებო
"მისი გვარი გრანელი პოეზიას დარჩება!!!"
ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა❗️❗️❗️

პ.ს. ყოველგვარი პოლიტიკური სარჩულის გარეშე მეგობრებო, პოლიტიკა მაგრად მკიდია პოლიტიკოსებს შეარგოთ, "თუ მიირთმევენ"!!!" - წერს აკაკი მამრიკიშვილი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.