ახალი ამბები
ვეფხვის და ფასკუნჯის ფიგურები - როგორი იქნება რეაბილიტირებული რუსთაველის ხიდი (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, თეთრი ხიდის შემდეგ, რუსთაველის ხიდის რეკონსტრუქცია იწყება.

ხიდზე დეკორატიული სვეტები და ორნამენტები მოეწყობა.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ხიდზე განთავსდება ვეფხვის, ფასკუნჯისა და ყურძნის მტევნის ფიგურები, რომლებიც თითბერისგან დამზადდება. ასევე, იქნება დეკორატიული თითბერის ელემენტების ესკიზები. 

გარდა ამისა, ხიდზე იგეგმება მემორიალური დაფის დამზადება, წარწერით.

პროექტის მიხედვით, რეაბილიტაციის ფარგლებში უნდა მოხდეს: ხიდის საფუძვლისა და სვეტის ტანის მოწყობა ბეტონით მ-350; პედესტალის ძირის მოპირკეთება გრანიტის ფილებით, ყინვაგამძლე წებო ცემენტის ხსნარზე; სვეტის შემოსვა ეკლარის ქვებით, რომელზედაც ამოიკვეთება ორნამენტები და ფიგურები; დეკორატიული სხმულების მოსაწყობად სპეციალური ანკერების მოწყობა; თუჯის საკიდების მოწყობა სანათებისათვის, ეკლარისა და გრანიტის ქვის დამუშავება და შეღებვა სპეციალური ლაქით, სპილენძის სადენის მოწყობა, სანათების მონტაჟი ესკიზის მიხედვით, რუსთაველის ხიდის არსებული გრანიტისა და ეკლარის ქვების გაწმენდა და დაზიანებული ადგილების შევსება სპეციალური მასალით. 











ხიდის რეკონსტრუქციისთვის ელექტრონული ტენდერი (NAT180017409) მიმდინარე წლის ხუთ ნოემბერს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 21 ნოემბერს იწყება და 26-ში დასრულდება. 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება  117 943 ლარს შეადგენს. 

ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 90 დღის ვადაში უნდა განახორციელოს.

როგორც ქუთაისის მერიაში გვითხრეს, პროექტის არქიტექტორი გივი თოდაძეა. ხოლო საინჟინრო ნაწილზე ჯემალ წულაძე და ოთარ ჩიხლაძე იმუშავებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.