ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულომ განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცა
FaceBook
ქუთაისის საკრებულომ ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესი დაამტკიცა.
ქუთაისის მერიის არქიტეტურის სამსახურის უფროსის, ზაზა ჩხიკვაძის თქმით, დოკუმენტში განაშენიანების კოეფიციენტის დაწევა მოხდა, რომელიც ხელოვნურად იყო გაზრდილი და საქართველოს მთავრობის დადგენლებას არ შეესაბამებოდა.

"საქართველოს მასშტაბით ქუთაისში ყველაზე მაღალი კოეფიციენტები იყო, რომლებიც შეგნებულად იქნა გაზრდილი. ამ ახალი წესით, კოეფიციენტები დაუბრუნდება ძველ მაჩვენებელს და იქნება მთავრობის დადგენილების შესაბამისი. ქუთაისი აღარ დაემგვანება ბეტონის ქალაქს", – ამბობს ზაზა ჩხიკვაძე.

განაშენების რეგულირების წესს აუცილებელ დოკუმენტად მიიჩნევს ოპოზიცია,  თუმცა, თვლის, რომ მშენებლობებზე ნებართვის გაცემის დროს პირადი ინტერესითა და სუბიექტური შეხედულებებით სარგებლობის რისკი კვლავ  მაღალია, ამიტომ, ყველა ასეთ ნებართვაზე კონტროლია საჭირო.

"როცა ბიზნესს ექნება სურვილი ინვესტიცია განახორციელოს ქალაქში, მათთვის ეს იქნება ერთგვარი სახელმძღვანელო სად რისი აშენება შეიძლება. შესაბამისად, ამ დოკუმენტით კონკრეტულ ადამიანებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა თავიანთ პირად ინტერესებს მოარგონ კონკრეტული პროექტები და დასრულდება ეს ქაოტური მშენებლობები. თუმცა, ამ ხელისუფლების პირობებში ყველა დოკუმენტს სჭირდება ბოლომდე მიდევნება, რომ კვლავ არ გაუჩნდეს ვინმეს სურვილი სუბიექტური განწყობების მიხედვით რამე გადაწყიტოს", – ამბობს ქუთაისის საკრებულოში "ევროპული საქართველოს" დეპუტატი, მერაბ მეშველიანი.

რეგულირების წესის შემდეგ, საკრებულომ მიწათსარგებლობისა და განაშენიანების გეგმა უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც,  მერიამ ქალაქის მთავარ დოკუმენტზე, გენერალური განვითარების გეგმაზე მუშაობა უნდა დაიწყოს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.