ახალი ამბები
გოგი წულაია შესაძლოა დააჯარიმონ
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანლის გოგი წულაიას მიერ საღორიის ტყეში წაქცეული ხის მორებად დაჭრის გამო, იმერეთის სატყეო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.

სამსახურის ხელმძღვანელის, კახა გაზდელიანის თქმით, ხე-ტყის უკანონო მოპოვება დასჯადია.

მოკვლევა საქმეზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირველ ჯერზე შენიშვნას ან 500 ლარია ჯარიმას ითვალისწინებს. ფაქტის  განმეორების შემთხვევაში კი ჯარის ოდენობა 1 000 ლარია. 

"აღნიშნული ხე მონიშნული იყო. სანიტარული ჭრა, რა თქმა უნდა, ხორციელდება პერიოდულად. ახლა ადგილზე ვართ და დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას, მოკვლევის შემდეგ, სასამართლო მიიღებს", - ამბობს კახა გაზდელიანი. 

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ  საღორიის ტყეში წაქცეული ხე ელექტროხერხით დაჭრა და სოციალურად დაუცველ ოჯახს მიუტანა.



გოგი წულაიას თქმით, საღორიის ტყეში გამხმარი ხეები ლპება. მან ადგილობრივ მთავრობას მოუწოდა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას წაქცეული ხეებით სარგებლობის უფლება მისცეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.