ახალი ამბები
იმერეთის გუბერნატორის მოადგილედ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი დაინიშნა
FaceBook
იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ ახალი მოადგილე წარადგინა. სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი, ბესიკ გოფოძე დაინიშნა.
ამიერიდან გუბერნატორს სამი მოადგილე ეყოლება.

როგორც იმერეთის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ახალი შტატი მთავრობის დადგენილებით შეიქმნა.

"გიორგი ჭიღვარიას დროს გაუქმდა ეს შტატი და ახლა დაემატა მთავრობის დადგენილებით", - აცხადებენ გუბერნიაში.

ბესიკ გოფოძე გუბერნატორის ადმინისტრაციაში  სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის მუშაობასა და სოფლის მეურნეობის საკითხებს გაუწევს კურატორობას.

ბესიკ გოფოძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 22 წელი სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. სამსახურეობრივი ღვაწლისთვის მიღებული აქვს სახელმწიფოებრივი, უწყებრივი და საერთაშორისო ჯილდოები.

იმერეთის გუბერნიაში მესამე ვიცე-გუბერნატორის შტატი 2017 წელს გაუქმდა, როცა ყოფილი ვიცე-გუბერნატორი, გიორგი ჭიღვარია  "ქართულმა ოცნებამ" ქუთაისის მერობის კანდიდატად წარადგინა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.