ახალი ამბები
„ლაჩრულად დაესხნენ თავს“ - გრიგოლ ვაშაძემ დეპუტატის ცემის ფაქტზე საგანგებო ბრიფინგი გამართა
FaceBook
პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ცემის ფაქტზე საგანგებო ბრიფინგი გამართა.
ვაშაძემ "ქართული ოცნების" დეპუტატები ჯგუფურ თავდასხმაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის ეს აგრესია იმით არის გამოწვეული, რომ ისინი არჩევნებში მარცხდებიან.

"ლაჩრულად, მხდალად დაესხნენ თავს, როგორც ჩვევიათ. ეს არ იყო მხოლოდ ერთ პარტიაზე თავდასხმა, ეს იყო სახელმწიფოს და იდეალების შეურაცხყოფა. თქვენ არ გაქვთ იდეალები და ფულის გარდა არაფერი გაერთიანებთ, ამიტომ ძალადობაში არასდროს გაგეჯიბრებით. თქვენი ეს აგრესია გამოწვეულია იმით, რომ წინასწარ იცით სასტიკად მარცხდებით", განაცხდა ვაშაძემ.

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს, გია უკლებას უმრავლესობის წევრებმა 19 სექტემბერს სცემეს. დაპირისპირება  თავდაპირველად მასსადა"ქართული ოცნების" დეპუტატს, იმედა  საღინაძეს შორის  დაიწყო, რის შემდეგაც ხელჩართული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა. უკლებას მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი სცემდა. მათ შორის კახა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი და ამირან კოპალეიშვილი. ასევე, მერიისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები.

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გია უკლებას სახის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული. 


ამავე თემაზე: 

ჩხუბი და დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში (ვიდეო)

ქუთაისის საკრებულოს ნაცემი დეპუტატი

საკრებულოში "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი შეუშალეს (ვიდეო)
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #გია უკლება
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.