ახალი ამბები
„ალმა რუსი“ თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის დამატებით ორ კვირას ითხოვს
FaceBook
კომპანია "ალმა რუსი", რომელიც თეთრი ხიდის რეაბილიტაციას ახორციელებს, სამუშაოების დასრულების ვადის გახანგრძლივებას ითხოვს.
კომპანიამ სამუშაოების ვადის ორი კვირთ გადაწევის შესახებ ქუთაისის მერიას უკვე მიმართა.

"ალმა რუსის" წარმომადგენლის ზურაბ ყურუას თქმით, რეაბილიტაციის პროცესში დამატებითი სამუშაოები გამოჩნდა, რის გამოც ტენდერით გათვალისწინებულ დროში მისი დასრულება ვერ მოესწრება.

"ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ დემონტაჟის შემდეგ გამოჩნდებოდა სამუშაოების ზუსტი მოცულობა. როცა მოხდა ხიდზე საფარის აღება, მაშინ გამოჩნდა დამატებით სამუშაოები. ამის გამო ვითხოვეთ ორი კვირით გადაწევა. ტენდერში არ მომხდარა არც ამინდის გათვალისწინება. დაითვალა მხოლოდ ის დღეები, რაც სამუშაოების შესრულებას სჭირდება",- ამბობს ზურაბ ყურუა.

კომპანიის წარმომადგენელი დროის გახანგრძლივების შემდეგაც ვერ ასახელებს სამუშაოების დასრულების ზუსტ დროს, თუმცა, ამბობს, რომ ყველა შემთხვევაში რეაბილიტაცია სექტემბრის ბოლოს დასრულებული იქნება.

კომპანია "ალმა რუსს" ხიდის რეაბილიტაცია 22 აგვისტოს უნდა დაესრულებია, თუმცა, 16 აგვისტოს ქუთაისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანია სამუშაოების დათქმულ ვადებში დასრულებას ვერ ახერხებს, რის გამოც ის 9000 ლარით დაჯარიმდა.

სარეაბილოტაციო სამუშაოების გამო, თეთრი ხიდი  პირევლი ივნისის შემდეგ  გადაკეტილია.

"ალმა რუსმა" ხიდის რეაბილიტაციის უფლება ტენდერში გამარჯვებით მოიპოვა. სამუშაოებს კომპანია 436 000 ლარად ასრულებს.



ამავე თემაზე:


კომპანია, რომელიც თეთრი ხიდის რეაბილიტაციას ახორციელებს, მერიამ დააჯარიმა


"ხიდი კარგავს ღირებულებას"- ქუთაისში "თეთრი ხიდის" რეაბილიტაციას აპროტესტებენ

"შეფასებას "უნიჭო" ვერ მივიღებ" - თეთრი ხიდის პროექტის ავტორი კრიტიკაზე

როგორი იქნება რეაბილიტირებული თეთრი ხიდი (ფოტო)

"იმედია, ას საფეხურიანი კიბის პროექტის განხილვაში მაინც ჩართავთ საზოგადოებას" - ოპოზიცია


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.