ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის
რეაბილიტაციისთვის 5 მილიონ ლარამდე იხარჯება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი
ახორციელებს.
" პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით
ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 4.8 მილიონი ლარია," -
განმარტავენ მგფ-ში.
მათივე ინფორმაციით, წყალმომარაგების პროექტი ითვალისწინებს
როგორც რეზერვუარის, ასევე მთლიანად ქსელის განახლებას.
ხუთ მილიონიანი პროექტი, სავარაუდოდ წლის ბოლოს უნდა
დასრულდეს.
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ, ზესტაფონის
მოსახლეობას წყლის მიწოდების
პრობლემა, რომელიც წლების მანძილზე აწუხებთ, უნდა
მოუგვარდეთ.
ამავე თემაზე:
ათეულობით ობიექტი ზესტაფონში, სადაც არც წყალია და
არც კანალიზაცია
მასალის გამოყენების პირობები