ახალი ამბები
ტყიბულში მეშახტეების პროტესტი შეწყდა
FaceBook
ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია შეწყდა. შახტში დასაქმებულების თქმით, შეთანხმება მიღწეულია და მოლაპარაკების რეჟიმში გადადიან.

შახტის დირექტორის პოზიციაზე მათ ელდარ ჩაფიძის კანდიდატურა დააყენეს. გამოძიების დასრულებამდე, საქნახშირი "ჯი-აი-ჯი"- ს გენერალურ დირექტორთან, ჯამბულ ჯაყელთან მოლაპარაკებები გაგრძელდება, ახალი შემადგენლობა ეტაპობრივად დაკომპლექტდება და შახტში სამუშაო პროცესი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში აღდგება.

ტყიბულში, მეშახტეები აქციას 23 ივლისიდან მართავდნენ. ისინი მინდელის შახტის ადმინისტრაციის გადადგომას ითხოვდნენ. 

მეშახტეების მოთხოვნის შემდეგ,  23 ივლისს, მინდელის შახტის ადმინისტრაციის ნაწილმა თანამდებობა დატოვა.

საქნახშირის გენერალურმა დირქტორმა, მეშახტეთა მოთხოვნით, თანამდებობიდან გაათავისუფლა წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე, შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი და მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე. 

დღეს, საათნახევრის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკების შედეგად, მიღწეული შეთანხმებით, თანამდებობას დატოვეს თავად გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელიც. 

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს, ოთხი მუშა დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

ამავე შახტში კიდევ ერთი უბედური შემთხვევა სამი თვის წინ მოხდა. 5 აპრილს აფეთქების შედეგდ ჩამოშვილი მასისგან გამოწვეულმა ჰაერის დიდმა ტალღამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.

ამავე თემაზე:

შახტში გენერალური დირექტორის პოსტზე მეშახტეების შერჩეულ კანდიდატს განიხილავენ

"გაჩერებას არ ვაპირებთ" - ტყიბულში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოხდეს შახტში მომხდარი უბედური შემთხვევების ობიექტური გამოძიება - აქცია ტყიბულში

ტყიბულის შახტის ოსტატები იმერეთის სამხარეო პოლიციაში დაკითხეს

ტყიბულის შახტშტი დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ვინ არიან შახტში გარდაცვლილები - 4 მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა

ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოძიების პირველადი ინფორმაცია - რა მოხდა ტყიბულის შახტში?

არჩილ თალაკვაძე - მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთოების სტანდარტი არ მიიღწევა

ტყიბულის შახტში დაშავებული მუშები თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

ბოლო 3 თვეში ტყიბულის შახტში 10 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს

ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება"





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.