ახალი ამბები
„საქნახშირი“ შახტში მოპოვებით სამუშაოებს მხოლოდ ორი კვირით აჩერებს
FaceBook
"საქნახშირი" მინდელის სახელობის შახტში, სადაც 16 ივლისს 4 მეშახტე დაიღუპა, ნახშირის მოპოვებით სამუშაოებს მხოლოდ ორი კვირით აჩერებს.
სამუშაოების შეწყვეტის შესახებ კომპანიის დირექტორმა ჯამბულატ ჯაყელმა ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.

დოკუმენტის მიხედვით, წარმოება განსაკუთრებულ რეჟმზე გადადის, რაც ნახშირმომპოვებელ უბნებზე პროცესის ორი კვირით შეჩერებას ითვალისწინებს, ხოლო არამოპოვებით უბენზე პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

რას ნიშნავს კომპანიის ეს განცხადება და გაგრძელდება თუ არა სამუშაოები იმ შახტში, სადაც ორი დღის წინ მორიგი უბედური შემთხვევა მოხდა, უცნობია.

"საქნახშირის" ადმინისტრაციაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიის სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს, ოთხი მუშა დაიღუპა, 6-მა კი დაშავდა. ისინი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე შახტში კიდევ ერთი უბედური შემთხვევა სამი თვის წინ მოხდა. 5 აპრილს აფეთქების შედეგდ ჩამოშვილი მასისგან გამოწვეულმა ჰაერის დიდმა ტალღამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.

საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა 16 ივლისვე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ტყიბულის შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე კომპანია „საქნახშირში“ ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა.

"აქედან გამომდინარე, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად კომპანია “საქნახშირი” გადაეცეს სახელმწიფოს," - ნათქვამია განცხადებაში.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ბესიკ ამირანაშვილმა 16 ივლისს განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი იმავე დღესვე  დაილუქებოდა.

საქართველოში შრომის უსაფრთხოებას კანონი არსეგულირებს.

შესაბამისი კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ" პარლამენტმა 2018 წლის მარტში მიიღო. თუმცა, შრომით უფლებებზე მომუშავე სპეციალიტებისა და პროფკავშირების წარმომდგენლების აზრით, დგება კანონის აღსრულების პრობლემა.


ამავე თემაზე:

ვინ არიან შახტში გარდაცვლილები - 4 მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა

6 მუშა, რომელიც ტყიბულის შახტში დაშავდა

ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოძიების პირველადი ინფორმაცია - რა მოხდა ტყიბულის შახტში?

არჩილ თალაკვაძე - მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთოების სტანდარტი არ მიიღწევა

ტყიბულის შახტში დაშავებული მუშები თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

ბოლო 3 თვეში ტყიბულის შახტში 10 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს

ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება"

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.