ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალურ ქუჩაზე გველი საცხოვრებელ ეზოში იპოვეს
FaceBook
ქუთაისში ქვეწარმავალი ქალაქის ცენტრალურ ნაწილშიც იპოვეს.

გველი წერეთლის ქუჩაზე საცხოვრებელ ეზოში ნახეს.

"გამოვიძახეთ შესაბამისი სამსახური. დღეს მოვიდნენ და ტერიტორია შეწამლეს," - ამბობენ ადგილობრივ მცხოვრებლები.

ქუთაისის რამდენიმე უბანში მოსახლეობა სკვერებში, ავტოფარეხებში, ფერდობებზე და საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ქვეწარმავლების მომრავლებას უჩივის. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი, ბუხაიძისა და ნიკეას ქუჩები - ეს ის ადგილებია, სადაც გველების არსებობაზე საუბრობენ.

მოსახლეობის ნაწილი ქვეწარმავლების მომრავლებას მოუწესრიგებელ ეზოებს, ხოლო ნაწილი, მდინარე ოღასკურის გაწმენდას უკავშირებს.

მდინარის მოსაზღვრედ მდებარე ბუხაიძის ქუჩის მკვიდრი ბენია ბრეგაძე გვიხსნის, რომ ბევრჯერ უნახავს დამშრალ მდინარეში ქვეწარმავლები.

"რამდენიმე დღის წინ გადავდიოდი ხიდზე და გველი ცურავდა წყალში. ვინმეს გამოძახებას აზრი არ აქვს, ვიდრე ისინი მოვლენ, ქვეწარმავალი აღარ დახვდებათ. ზომები მანამდე უნდა იყოს მიღებული. მთავარია სახლში არ შემოგვივარდეს", - ამბობს ბენია ბრეგაძე.

სწორედ სახლის სამზარეულოში დააფიქსირეს გველი ნიკეას ქუჩაზე #14-ში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში.

"კუთხეში იყო დაკლაკნილი, რა თქმა უნდა, გამოიძახეს შესაბამისი სამსახური და მთელ ბინას დეზინფექცია ჩაუტარეს", - ამბობენ ნიკეას ქუჩაზე.

ქალაქში ქვეწარმავლების დასაფრთხობად დეზინფექციას ქუთაისის მერიის დაქვემდებარებული ააიპ "სპეციალური სერვისები" უკვე სამი წელია ახორციელებს.

"სპეციალური სერვიების" ინფორმაციით, ამ დროისთვის შეწამლული და დამუშავებულია 3 2000 გრძივი მეტრის ტერიტორია ქალაქის მასშტაბით. მათივე თქმით, დღის განმავლობაში საშუალოდ 15 ობიექტისა თუ კონკრეტული მისამართის დამუშავება ხდება.

ქუთაისში ქვეწარმავლის მიერ კბენის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ფაქტის შემთხვევაში ქალაქში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უზრუნველყოფს შხამსაწინააღმდეგო პრეპარატით პაცინეტის დახმარებას.

ამავე თემაზე:

ქუთაისის ოთხ უბანში გველები მომრავლდნენ


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.