ახალი ამბები
"სად ნახეთ ჩემი აგრესია" - დაპირისპირება საცხოვრისში მცხოვრებლებისა და მერის მოადგილის შეხვედრაზე (ვიდეო)
FaceBook
ხმაურის ფონზე მიმდინარეობს მერიაში სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლებისა და მერის მოადგილის შეხვედრა. იუზა უგულავა საცხოვრისის ბინადრებმა  მათ მიმართ აგრესიაში დაადანაშაულეს.

"რატომ ვართ აგრესიული, სად ნახეთ თქვენ ჩემი აგრესია?", - ნახეთ ვიდეო.



"მოვითხოვთ გადაგვიყვანონ სხვა შენობაში. აქ ცხოვრება არის შეუძლებელი. ბავშვები გვყავს და ვართ ყოველდღიური საფრთხის ქვეშ. დასკვნა რომელიც დადეს, არის ყალბი, რადგან როგორც გვეუბნებიან, დასკვნაში წერია, რომ ჩვენ დავაზიანეთ შენობა", - ამბობს საცხოვრისში მცხოვრები, მირანდა ნემსიწვერიძე. ისინი მერიას ალტერნატიულ ფართში გადაყვანაა სთხოვენ, რადგან  მათი თქმით, შენობა საფრთხისშემცველია.

სოციალურ საცხოვრისში ჭერი უკვე მესამედ ჩამოინგრა.

ნიკეას ქუჩაზე 80 ოჯახისთვის მოწყობილ სოციალურ საცხოვრისში მერიის დაკვეთით უკვე ჩატარდა ექსპერტიზა. 6 ივნისს ქუთაისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექსპერტიზის დასკვნა საგამოძიებო უწყებებს გადაეგზავნა.

"ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით ნიკეას ქუჩა N40გ-ში მდებარე სოციალურ საცხოვრისში იკვეთება მთელი რიგი ხარვეზები, რომლებიც საჭიროებს დამატებით მოკვლევას კომპეტენტური ორგანოების მიერ და შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნა ქუთაისის მერიის მიერ გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოში", - ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, თუმცა, მერიაში არ განმარტეს კონკრეტულად რომელ ორგანოს გაუგზავნეს ექსპერტიზის შედეგები.

ქუთაისში, ნიკეს ქუჩაზე, კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში, სოციალური საცხოვრისი 2017 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა.

სოციალურ საცხოვრისში არსებული პრობლემები, შენობაში ბენეფიციარების შესახლების დღიდან გამოიკვეთა. მხოლოდ იმიტომ, რომ კომპანია "სანომ" საცხოვრისის ოთახები არასწორი კონფიგურაციით მოაწყო, ბენეფიციარებს მთელი ზამთრის გატარება ბუნებრივი აირის გარეშე მოუწია. შესახლებიდან 6 თვეში კი შენობაში ჭერი ორჯერ ჩამოინგრა.

უსახლკაროებისთვის თავშესაფრის მოსაწყობად კომპანია "სანომ" ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი მიიღო, 2017 წლის ბიუჯეტში კი დამატებით 1 500 000 ლარის გაითვალისწინეს. ჯამში, სოციალური საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა.


ამავე თემაზე:

სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები მერის მოადგილეს ხვდებიან (ვიდეო)

სოციალური თავშესაფრის მცხოვრებლები ქუთაისის მერიასთან შენობაში არსებულ მდგომარეობას გააპროტესტებენ

სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, მერიამ სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის

მერია: გადაწყდა, ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მდგრადობა ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლოს

ექსპერტებმა ქუთაისის სოციალური საცხოვრისის შესწავლა დაიწყეს

"დასკვნა ბევრ რამეს გასცემს პასუხს" - ქუთაისის სოციალურ საცხოვრისზე ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა

"უბედურება დატრიალდება" - სოციალური საცხოვრი

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები


ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი თქვა

"შენობა ინგრევა" - ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ტექნოლოგიური
უნივერსიტეტი სსიპ  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტად
ჩამოყალიბდება.
16:49 / 21.09.2019

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სსიპ  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტად ჩამოყალიბდება.

14 წლის ბიჭი, რომელმაც თერჯოლის სოფელ ჭოგნარში თავი ჩამოიხრჩო,
სავარაუდოდ, თანატოლების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი იყო.
11:37 / 21.09.2019

14 წლის ბიჭი, რომელმაც თერჯოლის სოფელ ჭოგნარში თავი ჩამოიხრჩო, სავარაუდოდ, თანატოლების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
ქუთაისში 161 საპენსიო ასაკს მიღწეულ პრაქტიკოს მასწავლებელს პედაგოგის სტატუსი ოქტომბრის შუა რიცხვებში შეუწყდება.
ქუთაისში მასშტაბური მსვლელობა "მარში კლიმატისთვის" მოეწყო.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.
ფონდი "ქართუს" ხელმძღვანელებმა, განათლების მინისტრთან და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერეს.
"ჩათვალეთ, რომ ეს არის პრეზენტაცია ქუთაისში" -ასე პასუხობს ფონდი "ქართუს" პროექტების დირექტორი, ვახტანგ ცაგარელი შეკითხვას: რატომ არ გაიმართა  ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზენტაცია ქუთაისში.
ანტისანიტარია და მოუწესრიგებელი გზა - ასეთი სურათი ხვდებათ გელათის მონასტერთან მისულ ვიზიტორებს.
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მიმდინარე სამეცნიერო პიკნიკზე სკოლის მოსწავლეები  დაშავდნენ.
დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, პირველი მოადგილის თანამდებობაზე იოსებ ხახალეიშვილი წარუდგინა.