ახალი ამბები
"ეს არის დამოუკიდებლობა?" - აქციის პატარა მონაწილის ემოციური გამოსვლა (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ დილიდან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ. ძლიერი წვიმის მიუხედავად,  აქცია  რამდენიმე  საათის განმავლობაში გაგრძელდა.

აქციას შეუერთდნენ სკოლის მოსწავლეებიც.  





ქუთაისში, ისევე როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მეორე დღეა ზაზა სარალიძის მხარადსაჭერი აქცია იმართება. 
აქცია სახელწოდებით "ნუ მომკლავ" 31 მაისს მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მკვლელობაში ერთ-ერთ ბრალდებულს, მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობა დაუმტკიცდა. საქმეზე მეორე ბრალდებულს კი, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მეორე მოკლულის, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა ბრალი, ბრალი გადაუკვალიფიცირდა და მას მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლებენ.

საპროტესტო აქციის პარალელურად მოთხვნის შესაბამისად თანამდებობიდან გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. თუმცა, მოკლული მოზარდის მამა ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის.

გასული წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი კი ორ დეკემბერს დაიღუპა.


ამავე თემაზე:

„მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ სისტემის წინააღმდეგ“ - წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები

„აღდგეს სამართლიანობა“ - ქუთაისში აქციამ პარლამენტთან გადაინაცვლა (ფოტო)

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში (ფოტო)

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა

"ნუ მომკლავ!" - ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ქუთაისში აქცია დაიგეგმა

"ნუ მომკლავ" – აქცია ქუთაისში

"ნუ მომკლავ" -საპროტესტო აქცია ქუთაისში

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.