ახალი ამბები
"ასა“ - „წყალი ის ქონებაა, რომელსაც ვერ ვიყენებთ“
FaceBook
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში "იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული სამეცნიერი-საინფორმაციო ასოციაციის" თავმჯდომარემ, ზაზა ხელაძემ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

აღნიშნული შეხვედრა-დისკუსია "ქუთაისელი ამომრჩევლების შეხედულება თვითმმართველობისადმი" პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
დისკუსია ძირითადად წყალმომარაგების პრობლემას ეხებოდა.

შეხვედრაზე ითქვა,  რომ საქართველოში, სადაც 2600 -მდე დიდი, საშუალო და პატარა ზომის მდინარე მიედინება მოქალაქეებს წყლის პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ.

"საქართველოში მდინარეების ჯამური სიგრძე 58 ათასი კილომეტრია ეს არის სერიოზული და დიდი ქონება, რომელიც ნავთობზე უკეთესია. ისეთი სახელემწიფოებს, როგორიც არის ტუნისი, ალჟირი, კუბა და სხვა, საერთოდ არა აქვთ სასმელი წყლის რეზერვუარები. ისინი იღებენ მხოლოდ ტექნიკურ წყალს. ჩვენ ეს ბედნიერება თავზე საყრელად გვაქვს. რომ ვერ ვყიდით ფაქტია, მაგრამ რომ ვერ ვიყენებთ ამ სიმდიდრეს ესეც ფაქტია. გამოდის ისეთი უგუნურები გამოვდექით რომ საკუთარი ქონება ვერ მოგვიხმარია", - აღნიშნა ზაზა ხელაძემ.

ხელაძის ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ქუთაისში წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფომ დახარჯა 130 მილიონამდე თანხა. თუმცა, პრობლემა ვერ მოგვარდა და ქალაქში მოსახლეობას წყალი მაინც გრაფიკით მიეწოდება.

ყველა ხელისუფლების მთავარ შეპირებას წარმოადგენდა ქუთაისი წყლის დეფიციტის გარეშე. თუმცა, ეს შეპირება არც ერთმა არ შეასრულა, აღნიშნა ზაზა ხელაძემ.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #წყალი #ასა
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.