ახალი ამბები
ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგია და მთავრობის მიზნები - შეხვედრა ქუთაისში
FaceBook
ადამიანის უფლებების დაცვის სახელმწიფო სტარტეგიის სამოქმედო გეგმა განიხილეს ქუთაისში. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოქალაქეებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ადამიანის უფლებების დაცვის 2018-2020 წლების ეროვნული სტრატეგია და მთავრობის მიზნების გააცნეს. შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველის წარმომადგენლები და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მრჩეველი დაესწრნენ.

შეხვედრაზე მომხსენებლებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც სახელმწიფოს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აქვს.

"ძალიან ბევრი მიმართულებით ხდება ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების განხილვა. თუმცა, ძირითადი მიმართულებები არის ოჯახში ძალადობა, ანტიდისკრიმინაციული პროექტები. ქვეყანაში არსებობს გარკვეული პრობლემები, არის ნდობის პრობლემაც, შესაბამისი უწყებების მიმართვიანობის პრობლემა ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საუბარი არის ადამიანის უფლებათა დაცვაზე, ქვეყანაში არსებობს შესაბამისი დეპარტამენტი სწორედ იმისთვის, რომ ქვეყანაში ძალადობა იქნეს დაძლეული ",  - განმარტა შეხვედრაზე ცენტრის ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინა ხატისკაცმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ უწყების მიერ შემუშავებულ სტრატეგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები, რადგან ეს არის ახალი დეპარტამენტი და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება იმასთან დაკავშირებით თუ რას საქმიანობს ეს დეპარტამენტი და შსს რაა ნაბიჯებს დგამს ძალადობის კუთხით აუცილებელის მივაწვდინოთ ამის შესახებ ხმა ყველა მოქალაქეს",  - განმარტა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხის საინფორმაციო შეხვედრები ადამიანთა სოციალურ და დევნილთა უფლებებზე ასევე ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.