ახალი ამბები
"წარიმართება აუდიტის პროცესი, რომელიც იტყვის, ღირს თუ არა შახტში ოპერირება"
FaceBook
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძემ ტყიბულში მეშახტეების მდგომარეობას გაეცნო.
მისი თქმით, წარმოების ხელმღვანელებმა შახტაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

"მთავარი არის, რომ უნდა იყოს სიცოცხლე დაცული, პირობები კი ყველას შესაქმნელია, როგორც წარმოების ხელმძღვანელის, ასევე საკანონმდებლო ორგანოსი და ცენტრალური ხელისუფლებისაც" - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

ტყიბულში "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" მუშაობის აუდიტს საერთაშორისო სტანდარტების მქონე აუდიტორული კომპანია განახორციელებს.

როგორც "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კომპანია მზადაა ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის და ამის შემდეგ მოხდება შეჯერება, რამდენად უღირს კომპანიას ადგილზე ოპერირება განახორციელოს. 

"ამავდროულად წარიმართება აუდიტის პროცესი, რომელიც იტყვის, ღირს თუ არა შახტაში ოპერირება. ჩვენ, ჩვენი მხრივ მაქსიმალური გავაკეთეთ რისკების მინიმალიზაციისთვის, რაც იქ არსებობდა და ჯანდაცვის ყველა მტკივნეული და კატეგორიული მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა სავალალო შედეგი მაინც დადგა", - განაცხადა ზურაბ გელენიძემ. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათ კომპანიაში სულ 1 500–მდე პირია დასაქმებული.

უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტაში ხუთ აპრილს, გამთენიისას მოხდა.მინდელის სახელობის შახტში ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი დაიღუპა. შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.

ამავე თემაზე:

ტყიბულში მეშახტეების დაკრძალვაზე მინისტრები ჩავიდნენ

მინდელის შახტში დაღუპულებს 10 აპრილს დაკრძალავენ

ტყიბულის შახტში ტრაგიკული შემთხვევა სამთო დარტყმის შედეგად არ მომხდარა" - შრომის ინსპექტირების პირველადი დასკვნა

რა დასკვნა აქვს გაცემული შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს ტყიბულის შახტებზე

შვილები ეძებენ მამას - რეპორტაჟი მეშახტეთა ქალაქიდან

ექვსი მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა (ვიდეო)

კანონი, რომელიც სიცოცხლეს ვერ იცავს


5 აპრილს ტყიბულში 13 შვილი დაობლდა

შახტის 12 მსხვერპლი - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (ინფოგრაფიკა)

სანქციები, რომელიც "საქნახშირს" მეშახტეების დაღუპვის გამო დაეკისრა

ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე

ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში დაშავებული


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.