ახალი ამბები
"გადავწყვიტეთ გავაცოცხლოთ ძველი ტრადიცია და დავეხმაროთ ტუბერკულოზით დაავადებულებს"
FaceBook
ქუთაისში, მუხნარის ტყეში გვირილობის დღესასწაულის განსხვავებულად აღნიშვნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში აანონსებენ.
მათი ინფორმაცით, მუხნარის ტყეში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვის ნიმუშები, ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა აქსესუარები. ღონიშძიებაში ასევე რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იქნებიან ჩართული.  გამოფენაზე გატანილი ნივთის შეძენა   ნებისმიერ მსურველს ექნება.

"ადმინისტრაციის ინიციატივით წელს მუხნარის ტყეში განსხვავებული პროგრამა იქნება წარმოდგენილი. რადგან ,,გვირილობა" დაკავშირებული იყო ქველმოქმედებასთან და სიკეთის კეთებასთან, გადავწყვიტეთ გავაცოცხლოთ ძველი ტრადიცია და საუკუნის შემდეგ ისევ დავეხმაროთ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს," -  განმარტავენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

ასევე იგეგმება  ე.წ. გიმნაზისტი გოგონებისა და ვაჟების მიერ გვირილების გაყიდვა.

"გარდა ამისა, მუხნარის ტყეში გაიმართება კოლია ქვარიანის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, მოეწყობა სხვადასხვა სპორტული აქტივობები, ფოლკლორული ანსამბლების მიერ წარმოდგენილი იქნება როგორც ქორეოგრაფიული ასევე, ხალხური სიმღერები, შესრულდება ქალაქური სიმღერებიც," - ამბობენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

გვირილობა (თეთრი გვირილის დღე) მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაული იყო, რომელიც ტუბერკულოზით დაავადებულთა დახმარებისა და სოლიდარობის ნიშნად ტარდებოდა.

"გვირილობის" დამაარსებელი საშა ჩიქოვანია. მაისის პირველი ორი დღის განმავლობაში "გიმნაზისტკები" ქველმოქმედების მიზნით გვირილებს ყიდდნენ და აღებული შემოწირულობებით ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდნენ. გიმნაზისტ გოგონებს წინ, ვექილ ჩიქოვანის მეუღლე, სილამაზის დედოფლად აღიარებული საშა ჩიქოვანი მიუძღოდა.

ამავე თემაზე:

ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულისთვის ემზადებიან (ფოტო)

ქუთაისში უსაფრთხოების კუნძულებზე ვარდები დაირგვება

ქუთაისში ორმაისობას ჯგუფი "ფრანი" და "33 ა" იმღერებს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.