ახალი ამბები
ქუთაისში, ქუჩაში მცხოვრები ბავშვების ექსპლოატაციის შესახებ ნახატს გადაახატეს
FaceBook
ქუთაისში, მონპლეზირის თაღთან ქუჩაში მცხოვრები ბავშვების ექსპლოატაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების ამსახველ ნახატებს, რომელიც, დაახლოებით, თვენახევრის წინ გამოჩნდა, ახალი ნახატი გადაახატეს. 

ის დედაენის თემაზე შესრულებული ნახატით შეიცვალა, რომლის შესაქმნელად ადგილობრივმა თვითმმართველობამ კონკურსი, მიმდინარე წლის მარტში, გამოაცხადა

კედელი World Vision-ის კამპანიის "ეს არ არის ჩემი არჩევანი" ფარგლებში მოიხატა და ქუჩაში მცხოვრები ბავშვების ექსპლოატაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.

"მოულოდნელი და ორმაგად გულდასაწყვეტი იყო",  - ასე აფასებენ სტენსილების გადახატვას World Vision Georgia-ში. ორგანიზაციაში გვითხრეს, რომ ქუთაისის მერიასთან ნახატის კონცეფიაც და ადგილმდებარეობაც სრულად შეთანხმებული იყო. მიუხედავად ამისა, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე სტენსილები გადაიღება.

"რა თქმა უნდა, არ იყო საუბარი იმაზე რომ ეს ნახატი მუდმივად დარჩენილიყო. ჩვენ გვესმის, რომ ქუჩის მხატვრობა არ არის მუდმივი. თუმცა, სამწუხაროა, რომ ჩვენთან ამ გადახატვის თაობაზე არანაირი სახის კომუნიუკაცია არ ყოფილა. თანაც ძალიან ცოტა დრო გავიდა, რომ საზოგადოებას დამახსოვრებოდა ეს მესიჯები. ფაქტობრივად, შრომა, ენერგია და ფინანსური რესურსებიც წყალში გადაიყარა, რაც ამ ნახატის შექმნას მოხმარდა", - ამბობს ორგანიზაციის კომუნიკაციების დირექტორი, ანა ჩხაიძე. 

ორგანიზაცია მერიას ოფიციალური წერილით მიმართავს, სადაც მათგან ფაქტზე განმარტებას სთხოვს. 

World Vision Georgia -ი ქუჩაში მცხოვრები ბაშვების პრობლემებზე 2013 წლიდან მუშაობს. 

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ამ საკითხზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ. 

როგორია ქალაქში კედლის მხატვრობა და რამდენად გემოვნებით იხატება ის, ნახეთ ქუთაისიპოსტის სტატია აქ.

ამავე თემაზე:

როდესაც კედელი ნახატს ჯობია - კედლის მხატვრობა ქუთაისის ცენტრში (ფოტო)

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
15:02 / 17.04.2024
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.