ახალი ამბები
5 აპრილს ტყიბულში 13 შვილი დაობლდა
FaceBook
მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ფაქტის შედეგად ტყიბულში 13 შვილი დაობლდა.

შახტში გარდაცვლილი ექვსი თანამშრომლიდან ყველაზე უმცროსი 25 წლის იყო. პავლე გამეზარდაშვილი ის N1 ნახშირმომპოვებელ უბანში 2010 წლიდან იყო დასაქმებული.

საქნახში "ჯი-აი-ჯი-ს" მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გარდაცლილი გიორგი ბოჭორიშვილი - N1 ნახშირმომპოვებელი უბნის გამყვანი გახლდათ, ის 28 წლის იყო. ტყიბულის შახტში 2011 წლიდან მუშაობდა. გარდაცვლილს მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

შემთხვევას შეეწირა 49 წლის ბესიკი გურგენიძე-ს სიცოცხლეც, რომელიც აფეთქებითი სამუშაოების წარმოების უბნის მიწისქვეშა ოსტატ-ამფეთქებელი იყო. ის შახტში 2010 წლიდან მუშაობდა. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

გარდაცლილთა შორისაა ვენტილაციისა და ტექნიკური უსაფრთხოების ზედამხედველობის უბნის მიწისქვეშა სამთო ოსტატი მირზა ქურციკიძე, რომელიც 46 წლის იყო. შახტაში 2017 წელს მივიდა, მანამდე კი, 2009-დან 2014 წლამდე საქნახშირში მუშაობდა. მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა.

ხუთ აპრილს მომხდარ შემთხვევას ემსხვერპლა 51 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი, რომელიც ტყიბულის შახტში 2007 წლიდან მუშაობდა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ექვსი გარდაცვლილიდან ერთ-ერთია 58 წლის გოგი რაფავა, რომელიც N1 ნახშირმომპოვებელი უბნის გამყვანი იყო. ამ სამუშაოს 2007 წლიდან ასრულებდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

რაც შეეხება, შრომის ანაზღაურებას, "ჯი აი ჯი" -ში აცხადებენ , რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, ინდივიდუალურია და კონკრეტულად
ქვანახშირის მომპოვებლების ხელფასი დამოკიდებულია გამომუშავებაზე.

ერთ-ერთი მეშახტის მეუღლის თქმით, მისი ქმრის  ხელფასი 800 ლარი იყო. 

ხუთ აპრილს, გამთენიისას, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა. მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით, ინციდენტი, სავარაუდოდ, სამთო დარტყმის შედეგად წარმოშობილი ჰაერის მასამ გამოიწვია.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი დაიღუპა.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, “საქნახშირი” მართავს.


ამავე თემაზე:

ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე

ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში დაშავებული
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა
14:30 / 12.04.2024
ქუთაისში, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა "ოცნების" მიერ ინიცირებული "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, იგივე რუსული კანონი გააპროტესტეს.
პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 
11:51 / 12.04.2024
პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ  "ქურდული სამყაროს“  წევრობასა და  "ქურდული სამყაროს“  საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.